ჯანმრთელობის რომელი პრობლემების რისკის შემცირებას უყობს ხელს ყავა
დღეში დაახლოებით ორი-სამი ფინჯანი ყავის დალევა ამცირებს გულის დაავადების, ინსულტის და ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკს.
- ყავისა და კოფეინის მოხმარებამ შეიძლება მნიშვნელოვანი დამცავი როლი შეასრულოს კარდიო-მეტაბოლური მულტი-ავადობის განვითარების შემცირებაზე თითქმის ყველა ფაზაში.
კვლევაში მონაწილეობდა 180 000 ჯანმრთელი ადამიანი დიდი ბრიტანეთიდან, რომლებსაც კვლევის დასაწყისში არ ჰქონდათ გულის ან მეტაბოლური დაავადებები. მონაცემები საგულდაგულოდ იყო გაანალიზებული დიდი ბიოსამედიცინო მონაცემთა ბაზიდან, რომელიც აკონტროლებს ადამიანების გრძელვადიან ჯანმრთელობას.
- მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებიც სვამდნენ კოფეინს ზომიერად, ჰქონდათ გულისა და მეტაბოლური დაავადებების საგრძნობლად დაბალი რისკი იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც არ სვამდა ყავას ან სვამდა დღეში ერთ ფინჯანს. დღეში ორი - სამი ფინჯანი ყავა (ანუ დაახლოებით 200-დან 300 მილიგრამამდე კოფეინი) 40%-ით ამცირებდა დაავადებების განვითარების რისკს.
ეს დაკვირვებები ემატება მზარდ მტკიცებულებებს, რომ კოფეინს შეუძლია გააძლიეროს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობა.
თუმცა, კოფეინის წყარო არ უნდა იყოს გაზიანი სასმელები ან ენერგეტიკული სასმელები. მასთან მაღალი წნევის მქონე ადამიანებმა სიფრთხილით უნდა მიიღონ კოფეინი.