რა უნდა იცოდეთ პარვოვირუსის შესახებ
რესპირატორული ვირუსი შეიძლება გავრცელდეს ხველისა და ცემინების საშუალებით.
პარვოვირუსი B19 იწვევს სიმპტომურ ან ასიმპტომურ ინფექციას. მაღალი რისკის მქონე პოპულაციებში შედიან ბავშვები და ადამიანები, რომლებიც მუშაობენ მათთან მჭიდრო კონტაქტში.
რა უნდა იცოდეთ ვირუსის შესახებ და როგორ დაიცვათ თავი
პარვოვირუსი B19 არის რესპირატორული ვირუსი, რომელიც აინფიცირებს ადამიანებს. გამომდინარე იქიდან, რომ ვირუსი ვრცელდება რესპირატორული წვეთებით, ეს ნიშნავს, რომ როდესაც ინფიცირებული ადამიანი ახველებს ან აცემინებს, ვირუსი შეიძლება გავრცელდეს ჰაერში. ახლო კონტაქტურ გარემოში, როგორიცაა სკოლები, ბაღები ვირუსი შეიძლება სრაფად გავრცელდეს.
დაავადების კლინიკური სურათი მრავალფეროვანია და მასპინძლის იმუნოლოგიურ და ჰემატოლოგიურ სტატუსზეა დამოკიდებული. ნორმალური იმუნური სტატუსის მქონე ბავშვებში ვირუსი იწვევს ინფექციურ ერითემას, ე.წ ბავშვთა ასაკის მეხუთე დაავადებას. დაავადების გამოვლინება იწყება არასპეციფიკური სიმპტომებით, რომლებიც ხშირად შეუმჩნეველი რჩება - ცხელება, ტავის ტკივილი, რინიტი, გულისრევა და დიარეა. 5-7 დრეში ჩნდება დამახასიათებელი ეგზანთემა, გამონაყარი ლოყებზე, რომელიც რამდენიმე დღეში მთელ სხეულზე ვრცელდება.
ჯანმრთელ ზრდასრულებში შემთხვევათა ნახევარში ინფექცია ასიმპტომურია. დანარჩენ შემთხვევებში კი გრიპის სიმპტომებით მიმდინარეობს. ქალებში ინფექცია შესაძლოა გართულდეს მწვავე, სიმეტრიული პოლიართროპათიით, რომელიც ხშირად შეცდომით რევმატოიდულ ართრიტად მიიჩნევა. ანტებითი ფენომენები 1-3 კვირა გრძელდება, თუმცა ზოგჯერ თვეობით ხანგრძლივდება, რაც კიდევ უფრო ართულებს დიაგნოსტიკას.
ადამიანებში ჰემოლიზური ანემიით და ერითროპოეზის დარღვევით, ინფექცია იწვევს ერითროციტების წარმოქმნის დროებით დათრგუნვას.
დაქვეითებული იმუნური სტატუსის მქონე პაციენტებში ვირემია ვლინდება ქრონიკული აპლაზიური ანემიით, რომელსაც ასევე ემატება ღვიძლის დაზიანება, რესპირატორული დარღვევები და მიოკარდიტი.
ორსულობის პროცესში პარვოვირუსული ინფექცია ტრანსპლაცენტური გზით ნაყოფს გადაეცემა (შემთხვევათა 25%). რადგან გესტაციის 20 კვირამდე ნაყოფის ერითროციტების სასიცოცხლო ციკლი ხანმოკლეა და იმუნური რეაქციაც ვერ ვითარდება, არსებობს მწვავე ანემიის და ორსულობის ნაადრევი შეწყვეტის განვიტარების რისკი. მეორე ტრიმესტრში განვიტარებული პარვოვირუსული ინფექცია ნაყოფის წყალმანკს იწვევს, რაც ნაყოფის სიკვდილით მთავრდება.
ვინ არიან ყველაზე მეტად პარვოვირუსის რისკის ქვეშ:
- მცირეწლოვანი ბავშვები;
- ბავშვები არიან პარვოვირუსის B19 ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ;
- ორსულები;
- სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანები
როგორ დავიცვათ თავი და ბავშვები
დაიცავით ჰიგიენა - დაიბანეთ ხელები. გამომდინარე იქიდან, რომ ვირუსი ვრცელდება რესპირატორული წვეთებით, ის ადვილად გადადის ზედაპირებზე ან ხელებზე.
რეგულარულად დაბანეთ ბავშვებს ხელები საპნითა და წყლით, განსაკუთრებით ხველების, ცემინების, აბაზანის გამოყენების, გარეთ ყოფნის ან ჭუჭყიან ზედაპირებზე შეხების შემდეგ.
მოერიდეთ მჭიდრო კონტაქტს ინფიცირებულ ადამიანებთან.
გააძლიერეთ იმუნური სისტემა - ჯანსაღი იმუნური სისტემა არის საუკეთესო დაცვა ინფექციებისგან, მათ შორის პარვოვირუსისგან. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის არ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ვირუსის ზემოქმედება, იმუნური სისტემის გაძლიერება დაგეხმარებათ ეფექტურად ებრძოლოთ ინფექციას. იმუნიტეტის გაძლიერების გზები მოიცავს:
- ჯანსაღ კვებას;
- რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას;
- საკმარის ძილს