დილაობით უმადობა სახიფათო სიმპტომია
მათ შორის ჰიპოთირეოზზე. საუზმე მნიშვნელოვანი კვებაა და მასზე უარის თქმა მიუთითებს ორგანიზმში არსებულ პრობლემებზე,
- მადის დარღვევის ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის სისხლში შაქრის დონის მკვეთრი რყევა, რომელიც პროვოცირებულია დიდი რაოდენობით შაქრიანი საკვების მოხმარებით.
- გარდა ამისა, მადის ნაკლებობას იწვევს მოწევა და ალკოჰოლი, ასევე ძილის წინ ჭამა და ძილისა და კვების რეჟიმის დარღვევა.
მადის სრული უქონლობა საგანგაშო ნიშანია, სიმპტომი, რომელიც მიუთითებს სერიოზული დაავადებების შესაძლო არსებობაზე - მაგალითად, ჰიპოთირეოზზე. გარდა მადის დაკარგვისა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების სხვა ნიშნებია მუდმივი დაღლილობა, მცივანობა, ყაბზობა, სახსრების ტკივილი, შეშუპება, კანის სიმშრალე.
ჭამის სურვილის ნაკლებობა შეიძლება მიუთითებდეს რევმატიული დაავადებების, ღვიძლის, თირკმელებისა და სანაღვლე გზების დაავადებებზე, ნაწლავურ ინფექციებზე და ჰეპატიტზე. თუ ეს სიმპტომი დიდხანს გაგრძელდა, საჭიროა ექიმის კონსულტაცია