ხშირი გაციების მიზეზები და როგორ უნდა დაეხმაროთ იმუნურ სისტემას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხშირი გაციების მიზეზები და როგორ უნდა დაეხმაროთ იმუნურ სისტემას

საშუალო ზრდასრული ადამიანი წელიწადში ორ-სამჯერ ცივდება, მაგრამ ზოგიერთი ჩვენგანი მიდრეკილია მეტი გაციებისკენ.

ხშირი გაციების რამდენიმე ძირითადი მიზეზი:

ძილის ნაკლებობა

ძილის ნაკლები დრო აზიანებს ორგანიზმის უნარს, შეებრძოლოს შემოჭრილ მიკრობებს.

ადამიანები, რომლებიც დღეში მხოლოდ 6 საათს სძინავთ, ოთხჯერ უფრო ხშირად ცივდებიან, ვიდრე მათ, ვინც სძინავს შვიდი საათის ან მეტი ხნის განმავლობაში.

CDC რეკომენდაციას უწევს მოზრდილებს ეძინოთ ყოველ ღამეს მინიმუმ შვიდი საათის განმავლობაში, ხოლო ბავშვებსა და მოზარდებს კიდევ უფრო მეტ ხანს.

სტრესი

ძილის ნაკლებობის მსგავსად, ქრონიკული სტრესის მაღალმა დონემ შეიძლება დათრგუნოს იმუნური სისტემა. შედეგად, კლივლენდის კლინიკის მიხედვით, ნებისმიერ მიკრობს, უადვილდება სხეულის დამცავი სისტემის გვერდის ავლა და ინფექციის გამოწვევა.

ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემები

ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემის არსებობამ, განსაკუთრებით ისეთმა, რომელიც ასუსტებს ან თრგუნავს იმუნურ სისტემას, შეიძლება გაზარდოს ხშირად დაავადების რისკი. კლივლენდის კლინიკის მიხედვით, დამნაშავე შეიძლება იყოს:

  • რევმატოიდული ართრიტი;
  • ფსორიაზი ან ფსორიაზული ართრიტი;
  • კრონის დაავადება;
  • წყლულოვანი კოლიტი;
  • ჰიპოთირეოზი ან ჰიპერთირეოზი;
  • გაფანტული სკლეროზი;
  • ტიპი 1 დიაბეტი

გარემო ფაქტორები

თუ დიდ დროს ატარებთ ისეთ ადგილებში, სადაც მეტი მიკრობია, დიდი შანსია გაციების.

საკვები ნივთიერებების ნაკლებობა

C, D, E ვიტამინები მინერალებთან ერთად, როგორიცაა თუთია და სელენი, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმუნური ფუნქციის მხარდაჭერაში. გახანგრძლივებული პერიოდის განმავლობაში ამ ნივთიერებების ნაკლებობამ შეიძლება გაგხადოთ მიდრეკილი ავადმყოფობის მიმართ.

პრევენციისთვის:

  • დაიცავით ჰიგიენა;
  • მიირთვით ჯანსაღი საკვები;
  • ივარჯიშეთ. ვარჯიში აძლიერებს ინფექციასთან მებრძოლი სისხლის თეთრი უჯრედების მიმოქცევას და ეხმარება სასუნთქი გზებიდან მიკრობების გამოდევნას. გარდა ამისა, ვარჯიში ხელს უწყობს სტრესის შემცირებას;
  • იძინეთ საკმარისად. მინიმუმ შვიდი საათის განმავლობაში ღამით;
  • გამონახეთ დრო დასვენებისთვის. სტრესის შემცირება კიდევ ერთი დიდი გზაა იმუნური სისტემის საუკეთესო ფუნქციონირებისთვის, ამიტომ გამოყავით გარკვეული დრო აქტივობებისთვის, რომლებიც დაგეხმარებათ განტვირთვაში, როგორიცაა იოგა, მუსიკის მოსმენა ან შემოქმედებითი ჰობი, როგორიცაა ხატვა.