როგორ დავაღწიოთ თავი საჯარო გამოსვლის შიშს
- იმისათვის, რომ არ შეგეშინდეთ საჯაროდ გამოსვლის, უნდა ისწავლოთ თქვენ აუდიტორიასთან ერთ ენაზე საუბარი. წინასწარ გაიგეთ მეტი მათზე და მათი ინტერესების შესახებ. ასევე უნდა იცოდეთ რისი მოსმენა სურთ.
- ყურადღება საკუთარი თავიდან აუდიტორიაზე გადაიტანეთ და ვერც კი შეამჩნევთ, როგორ დაიპყრობთ მსმენელებს.
- საჯარო გამოსვლის დროს შეინარჩუნეთ თვალით კონტაქტი მაყურებელთან, „დაათვალიერეთ“ დარბაზი, გადაიტანეთ მზერა ერთი ადამიანიდან მეორეზე. ამ დროს უნდა დასვათ კითხვები და გააკეთოთ აქცენტი თქვენს გამოსვლაში.
- არ უნდა დავივიწყოთ სახის მსუბუქი გამომეტყველება და ღიმილი. ეს გამოსვლას უფრო მიმზიდველს და ცოცხალს გახდის.
- შეგიძლიათ მიაწოდოთ საინტერესო სტატისტიკა, გააზიაროთ პირადი ისტორიები ან უჩვეულო ფაქტები. მნიშვნელოვანია, რომ ისინი შეესაბამებოდეს კონტექსტს.
მსმენელის გაოცება ნიშნავს მათი ინტერესის გაღვივებას და ყურადღების მიპყრობას.
შფოთვა, გამოსვლის მოლოდინში შეიძლება რამდენიმე ტექნიკის გამოყენებით დათრგუნოთ. ფსიქოლოგები ხშირად გვირჩევენ გამოვიყენოთ სუნთქვის ვარჯიშები სტრესის დროს.