ალკოჰოლის მცირე დოზაც კი აუარესებს ხანდაზმულთა ჯანმრთელობას
- ალკოჰოლი განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც უკვე აქვს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები, ასევე ღარიბი უბნების მაცხოვრებლებისთვის.
ექსპერიმენტი 12 წელი გაგრძელდა და მასში 60 წლის და უფროსი ასაკის 135 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. მადრიდის ავტონომიური უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ დასმული ერთ-ერთი მთავარი კითხვა იყო ალკოჰოლის ზომიერი ან მსუბუქი მოხმარების სარგებლობის საკითხი გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის. კიდევ ერთი კითხვა ეხება ალკოჰოლის მოხმარებასა და კიბოს გაჩენასშორის კორელაციას.
პირველ კითხვაზე, სამწუხაროდ, პასუხი არის მტკიცე „არა“: გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით სიკვდილიანობა არ შემცირებულა მათ შორის, ვინც მსუბუქად და რეგულარულად სვამდა. ჯანმრთელობის და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, არანაირი ეფექტი არ ყოფილა. რა თქმა უნდა, შეიძლება აღინიშნოს, რომ ალკოჰოლმა არ გააუარესა მაჩვენებლები, მაგრამ ეს მის სასარგებლოდ არგუმენტი არ არის.
მაგრამ, მკვლევარები ასკვნიან, რომ ალკოჰოლის პირველივე წვეთიც კი მაშინვე ზრდის ავთვისებიანი ნეოპლაზმების რისკს.
ამერიკული კვების რეკომენდაციით, რაც უფრო ნაკლებ ალკოჰოლს სვამს ადამიანი, მით უკეთესია მისი ჯანმრთელობა. ზრდასრულმა ქალებმა არ უნდა დალიონ დღეში ერთ ულუფაზე მეტი სტანდარტული ალკოჰოლი, ხოლო მამაკაცებმა არ უნდა დალიონ ორზე მეტი. სტანდარტული ულუფა არის 14 გრ სუფთა ალკოჰოლი, ან 350 მლ ლუდი ალკოჰოლის შემცველობით დაახლოებით 5%, 150 მლ ღვინო ალკოჰოლის შემცველობით დაახლოებით 12%, ან 44 მლ მაგარი ალკოჰოლი (არაყი, ვისკი, რომი) ალკოჰოლის შემცველობით დაახლოებით 40%.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ ალკოჰოლის რეგულარული მოხმარება არ არის უვნებელი, მაგრამ დასძენს, რომ ალკოჰოლის უმეტესი ზიანი გამოწვეულია გადაჭარბებული გამოყენებისას ან გადაჭარბებული ქრონიკული მოხმარებით.