საუკეთესო მარინადი მწვადისთვის
ლუდი საუკეთესო მარინადია მწვადისთვის.
მწვადის მომზადებისას, გრილზე ცხიმის წვისას გამოიყოფა პოლიარომატული ნახშირწყალბადები, რომლებიც იწვევენ კიბოს.
არსებობს მარინადი, რომელიც რადიკალურად ამცირებს მწვადის კანცეროგენობას.
მწვადისთვის ყველაზე უსაფრთხო მარინადი ლუდია.
თუ სამწვადე ხორცს შამფურზე წამოცმამდე ლუდში მოვათავსებთ, მაშინ 80 პროცენტით შევამცირებთ კიბოს გამომწვევი პოლიარომატული ნახშირწყალბადების კონცენტრაციას. და ეს არის საკმაოდ დიდი რიცხვი - ანუ ჩვენ პრაქტიკულად აღმოვფხვრით ამ რისკს.
ლუდში დამარინადებული მწვადი არ არის ალკოჰოლური პროდუქტი.
მთელი ალკოჰოლი აორთქლდება მომზადების დროს და თან წაიღებს პოლიარომატულ ნახშირწყალბადებს, რაც ხორცს უფრო რბილს და უვნებელს გახდის.