მეცნიერებმა აღმოაჩინეს კუნთების მოცულობისა და სიძლიერის ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორი
სიძლიერის გასაზრდელად, გამეორებების რაოდენობა გასათვალისწინებელია. ეს აჩვენა კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Sports Medicine. ბოლომდე ვარჯიში ნიშნავს, რომ ადამიანი იმეორებს სავარჯიშოს მანამ, სანამ მას სათანადო ფორმით არ შეასრულებს.
ახალ კვლევაში მკვლევარებმა შეაგროვეს მონაცემები 55 სხვადასხვა ნაშრომიდან და გააანალიზეს ისინი სტატისტიკურად. მათ აღმოაჩინეს, რომ კუნთების ზრდისთვის უმჯობესია ივარჯიშოთ ბოლომდე. ძალისმიერი ვარჯიშისას უმჯობესია, ბოლოს ადამიანმა შეძლოს კიდევ სამიდან ხუთი გამეორება.
- ”ამგვარად, კუნთების გასაძლიერებლად, ადამიანისთვის ბოლომდე ვარჯიში შეიძლება იყოს უკეთესი ვარიანტი”, - აღნიშნეს მეცნიერებმა.
თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში შედეგები შეიძლება მიუთითებდეს, რომ ბოლომდე ვარჯიში და დიდი ფიზიკური დატვირთვა უარყოფითად აისახება ვარჯიშების გრძელვადიან შესრულებაზე და ორგანიზმის აღდგენის უნარზე. ამიტომ, უმჯობესია ნაკლები დატვირთვით დაიწყოთ და ორგანიზმის შესაძლებლობების და საჭიროების მიხედვით, თანდათან მოუმატოთ.
ახალი კვლევა ხელს შეუწყობს უფრო ზუსტი ექსპერიმენტების ჩატარებას და გამეორებების ოპტიმალური რაოდენობის პოვნას.