6 საკვები, რომელთა ჩაისთან ერთად მირთმევა სასარგებლო არ არის
საყვარელი ჯიშის მიუხედავად, ზოგიერთი საკვების მიღება არ შეიძლება ჩაის დალევისას.
-
ციტრუსი
ბევრს ვერ წარმოუდგენია ჩაი ლიმონის გარეშე, მაგრამ ექსპერტები გამოდიან ამ კომბინაციის წინააღმდეგ. მჟავა არ მეგობრობს ჩაის შემადგენლობაში შემავალ ტანინებთან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მწარე ან მეტალის გემო. ლიმონის ზედმეტად გამოყენება არ შეიძლება, რათა კუჭი არ გაგიღიზიანდეთ. არომატისთვის ცოტა ცედრა საკმარისია.
-
ცილები
თუ ღებულობთ ცილოვან საკვებს ყოველ კვებაზე, ჩაი უნდა დალიოთ კვებათა შორის. ხორცში, კვერცხსა და ზოგიერთ მცენარეულ საკვებში არსებული პროტეინები ხელს უშლიან ჩაის ანტიოქსიდანტების შეწოვას. ასე რომ, ამ სასმელისგან მაქსიმალური სარგებელი რომ მიიღოთ, მიირთვით იგი ცილოვანი საკვებისგან დამოუკიდებლად.
-
ცხარე და მწარე
ცხარე კერძის შემდეგ ჩაის დალევა არასასიამოვნოა. მაგრამ საქმე მხოლოდ გემოსა და არომატს არ ეხება. ცხარე წიწაკა შეიცავს ნივთიერება კაპსაიცინს, რომელიც პასუხისმგებელია მის სიცხარეზე. ჩაისთან კომბინირებისას ის ასევე იწვევს კუჭის გაღიზიანებას. რისკის გარეშე მაქსიმალური სიამოვნება რომ მიიღოთ როგორც ცხარესგან, ასევე ჩაისგან, ამ კომბინაციას თავი უნდა ავარიდოთ.
-
რძის პროდუქტები
რძე ჩაის კიდევ ერთი ტრადიციული დამატებაა. მაგრამ ეს კომბინაცია, ექსპერტების აზრით, წარუმატებელია. რძის პროდუქტებს შეუძლიათ შეუერთდნენ ჩაის ანტიოქსიდანტებს, განსაკუთრებით კატექინებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჩაის ბევრ სასარგებელო თვისებაზე. თავის მხრივ, რძის პროდუქტებში შემავალ პროტეინებს შეუძლიათ შეცვლონ ჩაის ნაზი გემო, რაც მას ნაკლებად სასიამოვნოს ხდის. თუ ნამდვილად მოგწონთ ეს კომბინაცია, უმჯობესია თავი აარიდოთ ნაღების, ყველის ან იოგურტის მოხმარებას.
-
ტკბილეული და დესერტები
ჩაის ტკბილ ნამცხვრებთან, დესერტთან ან კანფეტთან შეხამების იდეა შეიძლება წარმოუდგენლად მაცდური იყოს. მაგრამ ჩაის შერწყმა ტკბილეულთან არ არის საუკეთესო იდეა. ჯერ ერთი, ვერ შეაფასებთ გემოს და მეორეც, ჩაის დალევა ავტომატურად გახდება ჯანმრთელობისთვის მავნე. კერძოდ, სისხლში შაქრის დონის უეცარი მატება გამოიწვევს დაღლილობის გრძნობას, რომ აღარაფერი ვთქვათ ჯანმრთელობისთვის გრძელვადიან უარყოფით შედეგებზე.
-
რკინით მდიდარი საკვები
რკინა არის ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელი მიკროელემენტი, რომელიც ხელს უწყობს ჟანგბადის ტრანსპორტირებას და ენერგიის გამომუშავებას. თუმცა, ჩაი შეიცავს ტანინებს და ოქსალატებს, რომლებიც ხელს უშლიან რკინის შეწოვას, განსაკუთრებით მცენარეული საკვებიდან, როგორიცაა ისპანახი, ლობიო და თხილი. თუ რკინით მდიდარ საკვებს მიირთმევთ, უმჯობესია ჩაი არ დალიოთ. რკინის ოპტიმალური შეწოვისთვის უმჯობესია დაელოდოთ მინიმუმ ერთი საათით, როგორც ჭამის წინ, ასევე მის შემდეგ.