არტერიული წნევის უწამლოდ შემცირების ყველაზე ეფექტური მეთოდი
მაგრამ არტერიული წნევის უმნიშვნელო მატებისას (150/90 მმ-მდე) შეგიძლიათ სცადოთ წნევის მედიკამენტების გარეშე დაწევა.
ყველაზე ეფექტური მეთოდი ფეხის ცხელი აბაზანაა.
პერიფერიული სისხლძარღვების გაფართოების გამო ხდება სისხლის გადანაწილება და, შედეგად, სისტემური არტერიული წნევა მცირდება. გარდა ამისა, საჭიროა შუბლზე და მხრებზე გრილი კომპრესის დადება. სისხლძარღვების მცირედი შევიწროება შეამცირებს დატვირთვას თავის ტვინის სისხლძარღვებზე.
არტერიული წნევის მატება ცუდად მოქმედებს მნიშვნელოვან ორგანოებზე, როგორიცაა გული, ტვინი და თირკმელები.
გარდა ამისა, ეს იწვევს არტერიების ტრანსფორმაციას, რის გამოც მათში იწყება ათეროსკლეროზული ფოლაქების გაჩენა. შედეგად, ჰიპერტენზიის უკონტროლო მიმდინარეობამ შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, თირკმლის უკმარისობა და მხედველობის დაკარგვა.
იმისთვის, რომ ჰიპერტენზიამ არ გამოიწვიოს გართულებები:
- უნდა დაანებოთ თავი მოწევას.
- ყოველდღიურად გაისეირნოთ სუფთა ჰაერზე (მინიმუმ 5000 ნაბიჯი დღეში).
- მნიშვნელოვანია ყავისა და ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვა.
ნორმალური არტერიული წნევის მაჩვენებლები ნებისმიერი ასაკისთვის არის 100-135/70-85 მმ ვწყ.სვ. ამ ციფრებზე მეტად არტერიული წნევის აწევა საჭიროებს ექიმის კონსულტაციას.