ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ტვინის ჯანმრთელობაზე
- ნაწლავის მიკრობიოტას დიდი გავლენა აქვს ტვინის ჯანმრთელობასა და ფუნქციონირებაზე
- დიდი ხანია ითვლებოდა, რომ მიკრობიოტა მხოლოდ საჭმლის მონელებაზე იყო პასუხისმგებელი. თუმცა, ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანის ნაწლავში არის „მეორე ტვინი“.
ეს თავისებური ნაწლავის ნერვული სისტემა შეიცავს მილიონობით ნეირონს და პირდაპირ „კომუნიკაციას“ უწევს ტვინს საკვების შემადგენლობის, შიმშილის, ანთების და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების შესახებ სიგნალების გადასაცემად. ეს საკომუნიკაციო არხი მუშაობს ორივე მიმართულებით. ტვინის ჯანმრთელობა დიდწილად მასზეა დამოკიდებული.
ტეხასის უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრის პროფესორის მარკ ლაითის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ნაწლავის მიკრობიომებში ცვლილებებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ტვინის კოგნიტურ ფუნქციაზე და განსაზღვრონ გემოვნების უპირატესობები. ეს იმიტომ ხდება, რომ მიკროორგანიზმები, რომლებიც ბინადრობენ ნაწლავებში, გამოიმუშავებენ ტვინის ჯანმრთელობისთვის აუცილებელ ნეიროაქტიურ ნივთიერებებს.
ასევე არსებობს კავშირი ნაწლავის მიკრობიოტასა და ადამიანის განწყობას შორის, რადგან ნაწლავის ბაქტერიებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ სეროტონინის და დოფამინის გამომუშავებაზე, რომლებიც არეგულირებენ განწყობას, ძილს და მადას.
გარდა ამისა, მიკრობიოტას შემადგენლობა გავლენას ახდენს მრავალი დაავადების განვითარებაზე, მათ შორისაა: სიმსუქნე, დიაბეტი, აუტიზმი, ალცჰაიმერის დაავადება და დეპრესია.