რამდენად ხშირად უნდა გარეცხოთ საწოლის თეთრეული
რეცხვის იდეალური სიხშირეა - კვირაში ერთხელ. ”მე ამას ვაკეთებ ყოველ კვირას, სახლის ყველა საწოლზე და არაფერია უკეთესი, ვიდრე კვირას საღამოს სუფთა თეთრეულიან საწოლში ჩაწოლა,” - განუცხადა Southern Living-ს დასუფთავების ექსპერტმა ბლოგერმა ჰეილი ბეკნელმა.
მაშინაც კი, თუ ზეწრები საკმარისად სუფთა ჩანს, ღირს იმის გათვალისწინება, რომ ადამიანები კარგავენ კანის დაახლოებით 500 მილიონ უჯრედს დღეში, ზოგიერთ მათგანს კი - საწოლში. და თუ ძილის წინ იყენებთ ზეთებს, ლოსიონებს და კრემებს, კოსმეტიკა როგორღაც შეიწოვება თეთრეულში, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს კანზე, თუ გარეცხვებს შორის დიდი შუალედია.
„კანის მკვდარი უჯრედები იზიდავს მტვრის ტკიპებს, რომლებიც ალერგიის სერიოზული მიზეზია.
გარდა ამისა, თქვენ შეიძლება ვერ გააცნობიეროთ, თუ რამდენი ოფლი, ნერწყვი, შინაური ცხოველების თმა და მტვერი შეიძლება დაგროვდეს თქვენს ზეწრებზე ერთ კვირაში. ამიტომ ყოველკვირეულად გამოცვალეთ თეთრეული“, - განმარტა სპეციალისტმა.