რომელი ჩვევები გვიმოკლებს სიცოცხლის ხანგრძლივობას
ეს და სიცოცხლის შემცირების სხვა გავრცელებული ჩვევები გამოავლინა The Sun-მა ექსპერტებზე დაყრდნობით.
- გუნერატნეს რჩევით, იმის ნაცვლად, რომ მაღვიძარა განმეორებით გამორთოთ, ადექით პირველი სიგნალის შემდეგ, გახსენით ფარდები და ისიამოვნეთ დილით. მისი თქმით, დილის მზის შუქი გეხმარებათ აეწყოთ სხეულის ბუნებრივ საათზე, რაც თავის მხრივ დაგეხმარებათ საღამოს უფრო სწრაფად დაძინებაში. გარდა ამისა, ძილის ხარისხს, ისევე როგორც მის ხანგრძლივობას, შეუძლია სიცოცხლისუნარიანობის გაუმჯობესება.
- სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირების კიდევ ერთი მიზეზი არის ნაჩქარევად და საირულის დროს ჭამა. დიეტოლოგმა ლუსი ჯონსმა ამ ჩვევის ზიანი ახსნა იმით, რომ სიჩქარეში ადამიანები ხშირად ირჩევენ შაქრითა და ნახშირწყლების შემცველ საკვებს შიმშილის დასაკმაყოფილებლად. ასეთი პროდუქტები, მისი თქმით, იწვევს სისხლში ინსულინის დონის მატებას, შემდეგ კი სისტემურ ანთებას, რაც აჩქარებს დაბერებას.
- ჯანმრთელობის პრობლემები ასევე შეიძლება წარმოიშვას უმოძრაო ცხოვრების წესისგან, რაც ზრდის ნაადრევი სიკვდილის რისკს მრავალი მიზეზის გამო. კერძოდ, ოფისის მუშაკებისთვის, რომლებიც რვასაათიანი სამუშაო დღის განმავლობაში თითქმის არ დგებიან, ნაადრევისი კვდილის რისკი 60 %-ით იზრდება. ამავდროულად, ჩვეულებრივ გასეირნებასაც კი შეუძლია ამ ზიანის ანაზღაურება.
- ჰოლანდიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებიც დღეში 150 მილილიტრზე ნაკლებ ალკოჰოლს სვამენ, დიდი ალბათობით ცოცხლობენ 90 წლამდე. ქირურგ გუნერატნეს თქმით, ალკოჰოლი აფერხებს ღვიძლის მუშაობას სხვა ტოქსინების დაშლისას.
- ქირურგი ასევე მოგვიწოდებს ვივახშმოთ არაუგვიანეს ცხრა საათისა და არა განცალკევებულად დივანზე, არამედ ოჯახთან ერთად მაგიდასთან. ეს ამცირებს მავნე საკვების მიღების რისკს.
დასასრულს, ექსპერტებმა ძილის იდეალური დრო დაასახელეს. ისინი გვირჩევენ დაძინებას არაუგვიანეს 22:00 საათისა, რადგან მელატონინის გამომუშავების პიკი გვიან ღამით, ორ საათზე მოდის და ეს ჰორმონი აუცილებელია ქსოვილების, ორგანოებისა და კუნთების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.