რატომ არის ჯანმრთელობისთვის საზიანო გვიან დაძინება
კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ევროპის კარდიოლოგიის საზოგადოებაში (ESC). ექვსწლიან კვლევაში მონაწილეობა მიიღო 80 ათასზე მეტმა მამაკაცმა და ქალმა. მეცნიერებმა შეაგროვეს ინფორმაცია მონაწილეთა ცხოვრების სტილისა და ძილის რეჟიმის შესახებ.
შემდეგ მიღებული მონაცემები შეადარეს მოხალისეთა ფიზიკური ჯანმრთელობის მაჩვენებლებს. დადგინდა, რომ ძილის დრო მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის.
- მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მათ, ვინც შუაღამის შემდეგ იძინებდნენ, 25%-ით გაეზარდათ გულის დაავადების განვითარების რისკი. მკვლევარებმა გამოავლინეს ყველაზე შესაფერისი დრო ძილისთვის 22:00-დან 23:00 საათამდე.
ამ დროს ორგანიზმი ისეთ მდგომარეობაშია, რაც ხელს უწყობს სწრაფ დაძინებას და ხარისხიან ძილს.
- აღნიშნულია, რომ ძალიან ადრე დაძინება ასევე არაა სასარგებლო ორგანიზმისთვის. მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ საღამოს 10 საათამდე დაძინება 12%-ით ზრდის გულის და სისხლძარღვთა პრობლემების ალბათობას.