რა ზიანი მოაქვს სწრაფად ჭამას
ჯანსაღი კვება დადებითად მოქმედებს ადამიანების ზოგად ჯანმრთელობაზე, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია კვებით ჩვევებზე ყურადღების მიქცევა. როგორც ღამით ჭამა აზიანებს ჯანმრთელობას, ასევე მავნებელია სწრაფად კვება.
სწრაფად ჭამა ხშირად ჩვევად იქცევა ადამიანებში. ადამიანები საჭმელს განსაკურებით სწრაფად მიირთმევენ ისეთ სიტუაციებში, როგორიცაა სამსახურში დატვირთული გრაფიკი და სხვა. ამ შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები.
რა საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას სწრაფად კვება
სწრაფი კვების მავნეობა მეტაბოლურ პრობლემებში იჩენს თავს. ადამიანებმა, რომლებიც სწრაფად ჭამენ, შეიძლება განიცადონ მეტაბოლიზმის შენელება. სრაფად კვება ასევე იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევებს.
სწრაფად კვება იწვევს მოხმარებული საკვების სისხლში სწრაფად შეწოვას. ეს მდგომარეობა კი დიაბეტის განვითარების რისკ-ფაქტორია.ამ დროს, საჭმლის მომნელებელი პრობლემები და დიაბეტის რისკი იწვევს წონაში მატების რისკს. ამიტომ, რეკომენდებულია საკვების მცირე ლუკმებით მოხმარება და კარგად დაღეჭვა.
ადამიანის ტვინი სწრაფად ჭამის დროს ვერ აღიქვამს სისავსის გრძნობას. ამ შემთხვევაში შეიმჩნევა მუდმივად შიმშილის განცდა. საკვების გადაჭარბებული მოხმარება წონის მომატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ადამიანი მუდმივად მიდრეკილია ჭამისკენ, რადგან არ გრძნობს ნაყროვანებას.
პატარა ნაჭრები ბევრად ადვილი მოსანელებელია. ამ გზით ხდება მეტაბოლური პრობლემების პრევენცია. ამავდროულად, დაცულია კუჭისა და ნაწლავების ჯანმრთელობა. გულძმარვის შეგრძნება ამ გზით შეიძლება აღმოიფხვრას. ტვინი აღიქვამს სისავსის განცდას, ეს ასევე ხელს უშლის წონის მატებას.
როგორ ავირიდოთ თავიდან სწრაფად ჭამის ჩვევა?
სწრაფი კვება გარკვეულ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას.
ამ ზიანის თავიდან ასაცილებლად, ეს ჩვევა თავიდან უნდა აიცილოთ. სწრაფი კვების ჩვევის თავიდან ასაცილებლად, ფრთხილად უნდა იყოთ, რომ არ მიირთვათ ფეხზე დგომით.
ამავდროულად:
- ნუ მიიღებთ საკვებს რაღაცის ყურების დროს, როდესაც ადამიანი ყურადღებას ამახვილებს სხვა რამეზე, ჭამის სიჩქარეც იზრდება;
- კარგად უნდა დაღეჭოთ ყოველი ლუკმა. ეს აადვილებს საჭმლის მონელებას და ანელებს კვების სიჩქარეს;
- ჭამის დროს მცირე შესვენებები მნიშვნელოვანია საჭმლის მონელებისთვის და ამ გზით ტვინი აღიქვამს სისავსის განცდას;
- დიეტის შეცვლა ასევე სასარგებლოა. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია მცირე ულუფებით და ხშირი კვება
განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებსაც არ შეუძლიათ უარი თქვან სწრაფი კვების ჩვევაზე, რეგულარულად უნდა ივარჯიშონ, რათა თავიდან აიცილონ წონის მომატება. ჭამის შემდეგ ვარჯიშმა შესაძლოა საჭმლის მონელება ოდნავ გააადვილოს. თუმცა, უმჯობესია თუ შეეცდებით ამ ჩვევის თავიდან არიდებას.
მნიშვნელოვანია სწრაფად კვებისგან თავის დაღწევა და ჯანსაღი კვების კრიტერიუმების დაცვა.