რატომ არ უნდა ვჭამოთ ძილის წინ
საკვები კუჭში რჩება ორი-სამი საათის განმავლობაში. შემდეგ საკვები გადადის წვრილ ნაწლავში, სადაც საკვები ნივთიერებები შეიწოვება. დიდი რაოდენობით ცილებისა და ცხიმების შემცველ საკვებს ყველაზე დიდი დრო სჭირდება მონელებისთვის.
თუ ძილის წინ მსუყედ მიირთმევთ, საჭმლის მონელება ხელს შეუშლის ძილის დროს მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებს. ამის გამო შეიძლება გაუარესდეს ტვინის ფუნქცია და იმუნიტეტი და დაირღვეს ჰორმონალური ბალანსი.
სხეული ენერგიას დახარჯავს საკვების მონელებაზე იმის ნაცვლად, რომ გამოიყენოს იგი ტვინში დღის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის დასამუშავებლად, ნერვული კავშირების გაძლიერებისა და სტრესის დონის შესამცირებლად.
გარდა ამისა, ღამით მცირდება სანერწყვე ფერმენტების და კუჭის წვენის აქტივობა. ეს ხელს უშლის ნორმალურ მონელებას და საკვები ნივთიერებების სწორ შეწოვას. ამასთან დაკავშირებით შესაძლოა განვითარდეს დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, კვებითი დარღვევები და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებების გამწვავება.
ასევე, ძილის წინ მძიმე საჭმელის ჭამის შემდეგ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში შეიძლება მოხდეს კუჭის შიგთავსის უკან დაბრუნება საყლაპავში - ეგრეთ წოდებული რეფლუქსი, რაც იწვევს საყლაპავის დაზიანებას.
- ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად რეკომენდებულია ჭამა ძილის წინ არაუგვიანეს ორი-სამი საათით ადრე. თუ შიმშილის გრძნობა ძალიან ძლიერია, ღირს მიირთვათ მსუბუქი ცილოვანი საკვები, რომელიც სწრაფად შეიწოვება. ამ მხრივ მისაღებია ცილოვანი ომლეტი, უშაქრო ხაჭო, ნატურალური იოგურტი ან მოხარშული თევზი. ასევე რეკომენდებულია ღამით დამამშვიდებელი მცენარეული ჩაის დალევა.