რატომ არ შეიძლება ციტრუსის წვენით აბების გადაყლაპვა?
რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს პრეპარატის დოზის გადაჭარბება და გვერდითი მოვლენები.
ეს იმიტომ ხდება, რომ ციტრუსებში შემავალ ნივთიერებებს შეუძლია ხელი შეუშალოს ღვიძლში ფერმენტების მუშაობას.
შესაბამისად, თუ ამ ფერმენტის მუშაობა დაბლოკილია, მაშინ წამლების დაშლა ნორმალურად არ ხდება და ისინი შეიძლება დაგროვდეს ორგანიზმში, რაც გამოიწვევს დოზის გადაჭარბებას.
- ციტრუსი ასევე არ უნდა მიირთვათ მედიკამენტების მიღებიდან მინიმუმ ოთხი საათის განმავლობაში. ამავდროულად, შეგიძლიათ გრეიფრუტი სხვა საკვებს შეუთავსოთ.