რა სიმპტომები ახასიათებს D ვიტამინის ჭარბი რაოდენობით მიღებას
D ვიტამინი, რომელიც ინახება ღვიძლში და ცხიმოვან ქსოვილში, არის ვიტამინი, რომელიც მოქმედებს როგორც ჰორმონი და ცხიმში ხსნადია. მისი დიდი ნაწილი სინთეზირდება და გამოიყენება ორგანიზმის მიერ.
ადამიანის ორგანიზმი D ვიტამინის უმეტეს ნაწილს მზისგან იღებს. თუმცა, ზოგიერთი საკვები და დანამატი ასევე დაგეხმარებათ D ვიტამინის მიღებაში.
D ვიტამინის დეფიციტის დროს შეიძლება წარმოიშვას მრავალი პრობლემა, განსაკუთრებით ოსტეოპოროზი. ამიტომ, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის ჯანსაღი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. თუმცა, თუ ორგანიზმში საჭიროზე მეტი D ვიტამინია, ამან შეიძლება გამოიწვიოს D ვიტამინით მოწამვლა.
როდესაც ორგანიზმში D ვიტამინის მარაგი სავსეა, დროთა განმავლობაში ეს იწვევს ორგანიზმში იმაზე მეტი კალციუმის შენახვას, ვიდრე საჭიროა. რაც ასევე იწვევს არასასურველ ეფექტს.
D ვიტამინის დონე შეიძლება გაიზარდოს სხვადასხვა მიზეზის გამო. როდესაც ვიტამინი D იზრდება, კალციუმი შესაძლოა ჭარბად დაგროვდეს ორგანიზმში. შედეგად შეიძლება მოხდეს თირკმელების დაზიანება, როგორიცაა თირკმლის ქვების წარმოქმნა.
რა სიმპტომები ახასიათებს D ვიტამინით მოწამვლას?
D ვიტამინით მოწამვლა შესაძლოა არ გამოვლინდეს მოკლე დროში. ამიტომ, თუ თქვენ გაქვთ ერთი ან რამდენიმე სიმპტომი, აუცილებლად უნდა დაიწყოთ მკურნალობის პროცესი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ პრობლემის აღმოსაფხვრელად.
D ვიტამინით მოწამვლის სიმპტომებია:
- ძვლებისა და კუნთების ტკივილი;
- თავბრუსხვევა და პირის სიმშრალე;
- ყაბზობა და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები;
- თავის ტკივილი, რომელიც პერიოდულად ჩნდება და დიდხანს გრძელდება;
- გაძიერებული წყურვილის შეგრძნება;
- გულისრევა და ღებინება;
- აღინიშნება გულისცემის რიტმის დარღვევა
თუ გაქვთ D ვიტამინით მოწამვლის სიმპტომები, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
სისხლის ანალიზის შედეგად ექიმი ამოწმებს D ვიტამინის დონეს. თუ D ვიტამინის დონე მაღალია და იღებთ D ვიტამინის დანამატებს აუცილებელია მათი მიღების შეწყვეტა. D ვიტამინით მოწამვლის მკურნალობისას, როგორც წესი, დამატებითი მედიკამენტები არ არის საჭირო. საკმარისია D ვიტამინის დამატებების შეწყვეტა და დიეტაში გარკვეული ცვლილებების შეტანა. ასევე დიდი რაოდენობით წყლის მოხმარება შესაძლოა სასარგებლო იყოს, რადგან ეს ხელს შეუწყობს ორგანიზმში ჭარბი D ვიტამინის გამოიყოფას შარდით.
D ვიტამინით მოწამვლის შემდეგ აუცილებელია სისხლში D ვიტამინის დონის კონტროლი. ამიტომ, უნდა მოერიდოთ D ვიტამინის შემცველი საკვების მიღებას და აირჩიოთ ადვილად მოსანელებელი საკვები, სანელებლებისა და მარილის გარეშე. უნდა მოიხმაროთ ბევრი წყალი, რათა ხელი შეუწყოთ მკურნალობის პროცესს.