რჩევები თირკმელების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად
ჰიდრატაციის შენარჩუნება, სწორი კვება და სხვა ჩვევები შეიძლება დაეხმაროს თირკმელების ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
თირკმელები მრავალ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ:
- ნარჩენების გაფილტვრა;
- ელექტროლიტების დაბალანსება;
- ჰორმონების წარმოება
რამდენიმე გზა თირკმელების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად
ჰიდრატაცია
თირკმელები არის ორგანიზმის ფილტრაციის სისტემა და საჭიროებენ საკმარის წყალს შარდის გამოსაყოფად. შარდი არის პირველადი ნარჩენი პროდუქტი, რომელიც ორგანიზმს საშუალებას აძლევს გამოდევნოს არასასურველი ნივთიერებები.
როდესაც ნაკლებ წყალს მოიხმართ შარდის მოცულობა მცირდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის დარღვევა, კენჭები და საშარდე გზების ინფექციები.
საკმარისი წყლის დალევა მნიშვნელოვანია ნარჩენების სათანადოდ გამორეცხვისთვის და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თირკმელების გაწმენდის დროს.
ლიმონიანი წყალი ასევე სასარგებლოა. ლიმონი შეიცავს ციტრატს, ლიმონმჟავას, რომელიც ხელს უშლის თირკმელებში ქვების წარმოქმნას შარდში კალციუმთან შეკავშირების გზით.
აირჩიეთ საკვები, რომელიც ხელს უყწობს თირკმელების ჯანმრთელობას
სასურველია გულისთვის ჯანსაღი დიეტა, რათა თავიდან აიცილოთ ქოლესტერინისა და ცხიმების დაგროვება არტერიებში, თირკმელებში და გულში.
გულისთვის სასარგებლო ზოგიერთი საკვები შეიძლება მოიცავდეს:
- ცილებს, როგორიცაა თევზი და ხორცი;
- ხილსა და ბოსტნეულს;
- უცხიმო რძის პროდუქტებს
სასარგებლოა:
ყურძენი
რომ წითელი ყურძნის წვენს და ქიშმიშს შეიძლება ჰქონდეს ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები, რაც ხელს უწყობს თირკმელების დაცვას ცხიმის დეპონირებისგან და აუმჯობესებს თირკმლის ფუნქციებს.
კალციუმით მდიდარი საკვები
თირკმელების ეროვნული ფონდის თანახმად, კალციუმის მიღებამ შეიძლება ხელი შეუწყოს თირკმლის ქვების შემცირებას.
კალციუმი საჭიროა ოქსალატთან დასაკავშირებლად, რათა შემცირდეს ამ ნივთიერების შეწოვა და გამოყოფა. ოქსალატის გადაჭარბებულმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ქვები.
B6 ვიტამინი შესაძლოა სასარგებლო იყოს
ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მიხედვით, თირკმელების ქრონიკული დაავადების მქონე ბევრ ადამიანს აქვს B6 ვიტამინის დაბალი დონე.
B6 ვიტამინი არის მნიშვნელოვანი კოფაქტორი ბევრ მეტაბოლურ რეაქციაში. ის საჭიროა გლიოქსილატის მეტაბოლიზმისთვის, რომელიც შეიძლება გახდეს ოქსალატი გლიცინის ნაცვლად, თუ B6 ვიტამინის დეფიციტია. ოქსალატის გადაჭარბებულმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ქვები.
B6 ვიტამინის დოზებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია კონსულტაცია ექიმთან.
ომეგა-3
ომეგა -6 ცხიმოვანი მჟავების მაღალმა დონემ შეიძლება ხელი შეუწყოს თირკმელებში ქვების წარმოქმნას. ომეგა-3-ის მატებამ შეიძლება ბუნებრივად შეამციროს ომეგა-6-ის მეტაბოლიზმი. მნიშვნელოვანია სწორი თანაფარდობა.
დოკოზაჰექსაენოინის მჟავა (DHA) და ეიკოსაპენტაენოინის მჟავა (EPA) არის ორი მნიშვნელოვანი ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავა, რომელიც წარმოდგენილია თევზის ზეთის დანამატებში. ისინი ხელს უწყობენ თირკმლის ქვების რისკის შემცირებას.
კალიუმის ციტრატი
კალიუმი არის ელექტროლიტური ბალანსისა და შარდის pH ბალანსის აუცილებელი ელემენტი. კალიუმის ციტრატით თერაპიამ შეიძლება ხელი შეუწყოს თირკმელებში ქვების წარმოქმნის შემცირებას, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ განმეორებადი ეპიზოდები.
კალიუმის დანამატის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, თუ თირკმელების სხვა პრობლემების ისტორია გაქვთ.
თირკმელების სიჯანსაღის შენარჩუნებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია რეგულარული ვარჯიში, საკმარისი ძილი, ნორმალური წონის შენარჩუნება, მოწევისგან და ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება.