რას იწვევს კბილების არასწორი გახეხვა
კბილების რეგულარულ პროფესიონალურ წმენდას შეუძლია შეამციროს სარძევე ჯირკვლის, პანკრეასის, საყლაპავის კიბოს, ალცჰაიმერის დაავადებისა და ინსულტის რისკი, ასევე დაიცვას რიგი სხვა სერიოზული დაავადებებისგან, რომლებიც წარმოიქმნება Porphyromonas gingivalis ბაქტერიისგან.
სიტუაციის კონტროლისთვის საკმარისია კბილის ნადების მოცილება სახლის პირობებში დღეში ორჯერ და წელიწადში სამჯერ პროფესიული ჰიგიენის დაცვით. თუ არ იქნება კბილზე ნადები ან ბიოაპკი, ბაქტერიების ზრდა მინიმალური იქნება. ბიოაპკი არ ჩანს, ის უსუნოა და შეხებით ვერ ამოიცნობთ, მაგრამ მისი ადვილად აღმოჩენა შესაძლებელია სპეციალური პასტის ან კბილის ნადების ინდიკატორის გამოყენებით.
-
კბილის ჯაგრისი აშორებს რბილი ნადების მხოლოდ 50 პროცენტს. დანარჩენი რჩება ძნელად მისადგომ კბილთაშუა სივრცეებში და იწვევს ინფექციის გავრცელებას.
მხოლოდ პირის ღრუს ჰიგიენის პროფესიონალურ პროცედურას სტომატოლოგიაში შეუძლია კბილების ბაქტერიული ბიოაპკისგან 100 პროცენტით გათავისუფლება.