რომელი ვარჯიშები აქვეითებს ქოლესტერინის დონეს
დადასტურებულია, რომ სხვადასხვა ვარჯიში, როგორიცაა ცურვა ან ველოსიპედით სეირნობა, ამცირებს “ცუდი” ქოლესტერინის დონეს.
დიეტის გაუმჯობესების გარდა, ვარჯიში ცხოვრების წესის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ცვლილებაა, რომლის გაკეთებაც შეგიძლიათ, რათა ხელი შეუწყოთ ქოლესტერინის დონის შემცირებას.
ვარჯიშები ქოლესტერინის შესამცირებლად
ქოლესტერინი არის ცხიმოვანი ნივთიერება, რომელიც ცირკულირებს სისხლში. თუ მისი დონე მაღალია, ის შეიძლება მიეწებოს არტერიების შიდა კედლებს, შეავიწროვოს ისინი და გაზარდოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი.
დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები, ანუ „ცუდი“ ქოლესტერინი მეტად იწვევს პრობლემებს, ხოლო მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები, იგივე, “კარგი” ქოლესტერინი იცავს ორგანიზმს ქოლესტერინის დაგროვებისგან.
გულის, ფილტვების და სისხლის ეროვნული ინსტიტუტის მიხედვით, ვარჯიში ხელს უწყობს “კარგი” ქოლესტერინის დონის ამაღლებას.
საუკეთესო ვარჯიშები ქოლესტერინის შესამცირებლად
- ფეხით სეირნობა ლანჩის შემდეგ;
- კიბეებზე სიარული - კარგია ქოლესტერინის დონის შესამცირებლად. მოერიდეთ ძალიან დატვირთვას თუ გაქვთ ჯანმრთელობის რაიმე პრობლემები;
- ველოსიპედით სეირნობა;
- ფეხით სიარული ან სირბილი;
- ცურვა - კვლევების მიხედვით რეგულარულმა ცურვამ 4 თვის განმავლობაში: გააუმჯობესა “კარგი” ქოლესტერინის დონე, შეამცირა ტრიგლიცერიდები, დაარეგულირა სისხლში გლუკოზა, გააუმჯობესა არტერიული წნევა, შეამცირა სხეულის მასის ინდექსი;
- იოგა - აერობული ვარჯიშის გარდა ჯანმრთელობისთვის ასევე კარგია იოგა. კვლევებმა აჩვენა, რომ იოგამ შეიძლება შეამციროს გულის დაავადებების რისკი და, ზოგიერთ შემთხვევაში, პირდაპირ იმოქმედოს ქოლესტერინის დონის შემცირებაზე.
გარდა ამისა, შეეცადეთ ჩართოთ მინიმუმ 30 წუთი სტრუქტურირებული ვარჯიში ყოველ დღე.