რამ შეიძლება გამოიწვიოს ხშირი გაღვიძება ღამით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რამ შეიძლება გამოიწვიოს ხშირი გაღვიძება ღამით

ძილისთვის არასახელსაყრელ გარემოში ძილი

უმჯობესია ძილი ოთახში რომელიც არ არის ძალიან ცხელი ან ძალიან ცივი, არ უნდა იყოს ხმაური და განათება. ამ ფაქტორებმა შეიძლება შეაფერხოს ძილი.

ძილის წინ ეკრანთან დიდი დროის გატარება

ეკრანი ასხივებს ლურჯ შუქს, რომელიც ტვინს სიფხიზლეს უნარჩუნებს, მოქმედებს მელატონინის დონეზე და შესაძლოა გამოიწვიოს ღამით ძილიდან გამოფხიზლება.

ტკივილი

ძილის დროსაც კი, ტვინს შეუძლია აღმოაჩინოს დისკომფორტი.

ალკოჰოლი და კოფეინი

ძილის წინ ალკოჰოლის დალევამ შეიძლება გააუარესოს ძილი ღამის გვიან პერიოდში, ანალოგიურად, კოფეინი არის სტიმულატორი. კოფეინირებული ჩაის, ყავის, და ენერგეტიკული სასმელების დალევას ნაშუადღევს ან ღამით შეიძლება ჰქონდეს ეს ეფექტი.

მჟავა რეფლუქსი

დიაბეტისა და საჭმლის მომნელებელი და თირკმელების დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის თანახმად, გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება ნიშნავს, რომ თქვენი კუჭის შიგთავსი უკან მიედინება საყლაპავში. სიმპტომები მოიცავს გულძმარვას, გულმკერდის ტკივილს და გულისრევას და შეიძლება მოხდეს ღამით.

მედიკამენტები

ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება შეაფერხოს ძილი. მედიკამენტების შესახებ შეგიძლიათ გაესაუბროთ ექიმს.

სტრესი

აფერხებს არა მხოლოდ დაძინების პროცესს, არამედ ძილის შენარჩუნებასაც.

ღამით ძილიდან გამოღვიძების პრევენციისათვის:

  • შექმენით გარემო მშვიდი ძილისათვის;
  • ძილის წინ შეზღუდეთ ლურჯი გამოსხივება;
  • შეამცირეთ სტრესი;
  • ივარჯიშეთ დღის განმავლობაში;
  • კოფეინი დალიეთ დღის პირველ ნახევარში;

როდის მივმართოთ ექიმს ღამით ხშირი გაღვიძების შესახებ

თუ შეიცვალა ძილის ჩვევები, მაგალითად, მთელი ღამე გეძინათ და ახლა მუდმივად იღვიძებთ, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან რათა გაიგოთ არის თუ არა ეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზით.

ძილის გარემოს გაუმჯობესება და ძილის ჰიგიენის დაცვა არ გეხმარებათ მიმართეთ ექიმს.