რამ შეიძლება გამოიწვიოს სახის შეშუპება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რამ შეიძლება გამოიწვიოს სახის შეშუპება

დილას გაღვიძებისას შეშუპებული სახე შიძლება ჩვეულებრივი მოვლენა იყოს, რაც ძილისას სახეზე ზეწოლით არის გამოწვეული.

თუმცა, სახის შეშუპება ასევე შეიძლება წარმოიშვას ტრავმის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო,რომელსაც მკურნალობა სჭირდება.

სახის შეშუპებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სახის ნებისმიერ ნაწილზე, მათ შორის:

  • შუბლზე;
  • თვალებზე;
  • ლოყებზე;
  • ყურებზე;
  • კისერზე;
  • ყელზე

რა მდგომარეობებმა შეიძლება გამოიწვიოს სახის შეშუპება

ალერგიული კონიუნქტივიტი

თვალის ანთებაა, რომელიც გამოწვეულია ალერგიული რეაქციით, მაგალითად მტვერზე. შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა თვალების სიწითლე, ქავილი, შეშუპება და ცრემლდენა, ასევე წვის შეგრძნება.

პრეეკლამფსია

ამ დროს ორსულებს უეცრად უვითარდებათ მაღალი წნევა.

სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს სახის, ფეხების და ხელების შეშუპებას, ასევე:

  • ცილას შარდში (პროტეინურია);
  • თავის ტკივილს;
  • მხედველობის გაუარესებას;
  • მუცლის ტკივილს;
  • გულისრევასა და ღებინებას

ამ დროს აუცილებელია სამედიცინო დახმარების მიღება.

ცელულიტი

ინფექციაა, რომელიც გავლენას ახდენს კანის ღრმა ფენებზე. ეს ჩვეულებრივ გამოწვეულია ბაქტერიებით ან სოკოებით, რომლებიც შედიან კანში ჭრილობიდან. ცელულიტი იწვევს კანის შეშუპებას, ცხელებას და მტკივნეულობას. თუ ეს გავლენას ახდენს თვალზე, შეიძლება გამოიწვიოს შეშუპება, ქავილი და სიწითლე.

მიმართეთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, ასევე ცხელება, შემცივნება და გამონაყარის წითელი ზოლები.

ანაფილაქსია

მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.

ანაფილაქსიის საერთო მიზეზები მოიცავს:

  • საკვებზე ალერგიას, როგორიცაა თხილი, თევზი, ხორბალი, კვერცხი, ძროხის რძე, სეზამი და სხვა;
  • ზოგიერთ მედიკამენტზე ალერგიას;
  • მწერების ნაკბენზე რეაქციას;
  • ანესთეტიკებზე ალერგიას;
  • ლატექსზე ალერგიას

ანაფილაქსიური შოკის სიმპტომები შეიძლება ძალიან სწრაფად გამოჩნდეს ალერგენის ზემოქმედების შემდეგ. ეს შეიძლება შეიცავდეს:

  • ყელის, სახის და ენის შეშუპებას;
  • ჭინჭრის ციებას;
  • სუნთქვის გაძნელებას ან ხველას;
  • გულისცემის გახშირებას;
  • გაბრუებას;
  • თავბრუსხვევას;
  • კანის გაუფერულებას;
  • ფერმკრთალ ენას

აუცილებელია სასწარფო სამედიცინო დახმარების მიღება.

ანგიოედემა

კანის ზედაპირის ქვეშ შეშუპების ფორმაა, რომელიც ყველაზე ხშირად მოქმედებს:

  • თვალებზე;
  • ენაზე;
  • ტუჩებზე;
  • ხელებზე;
  • ფეხებზე

ამ ადგილებში შეშუპებას ზოგჯერ თან ახლავს ჭინჭრის ციება.

ანგიოედემა ჩვეულებრივ გამოწვეულია ალერგიული რეაქციით ალერგენზე, როგორიცაა საკვები ან მედიკამენტები. თუმცა, ის ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ინფექციით ან იმუნური დისფუნქციით.

აქტინომიკოზი

აქტინომიკოზი არის იშვიათი, ქრონიკული ტიპის ბაქტერიული ინფექცია, რომელიც ყველაზე ხშირად გავლენას ახდენს:

  • პირზე;
  • კისერზე;
  • მკერდზე

ინფექცია ვითარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არის ქსოვილის დაზიანება, რაც ბაქტერიებსსაშუალებას აძლევს შეაღწიონ უფრო ღრმად მდებარე ქსოვილებში. იწვევს წყლულებს, ან აბსცესებს სხეულის რბილ ქსოვილებში. აქტინომიკოზი ყველაზე ხშირად გამოწვეულია პირის ღრუს ინფექციებით ან დაზიანებებით.

ქუთუთოს დაჩირქება

გამოწვეულია ბაქტერიებით ან ქუთუთოს ცხიმოვანი ჯირკვლების ბლოკირებით.

შეიძლება ახლდეს სხვა სიმპტომები, როგორიცაა:

  • თვალების სიწითლე ან გამოშრობა;
  • შეშუპებული ქუთუთოები

აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

სინუსიტი

გამოწვეულია ცხვირის გასასვლელების და სინუსების ანთებით ან ინფექციით. ის შეიძლება გამოწვეული იყოს ვირუსებით, ბაქტერიებით ან ალერგიით.

სიმპტომებმა, როგორიცაა შეშუპება, ტკივილი და მგრძნობელობა, შეიძლება გავლენა იქონიოს სინუსების ირგვლივ, მათ შორის:

  • ლოყებზე;
  • შუბლზე;
  • თვალებზე

სხვა სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:

  • სუნის შეგრძნების დაქვეითებას;
  • ცხელებას;
  • გაჭედილ ცხვირს;
  • თავის ტკივილს;
  • დაღლილობას;
  • ყელის ტკივილს;
  • ხველას

ნებისმიერ შემთხვევაში სიმპტომები, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ არის:

  • შეშუპებული პირი და ყელი;
  • სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება;
  • ჭინჭრის ციება ან გამონაყარი;
  • სახის ან კიდურების შეშუპება;
  • ხველა ან ხიხინი;
  • თავბრუსხვევა;
  • ცხვირის შეშუპება;
  • პალპიტაცია და არარეგულარული გულისცემა;
  • მეტყველების გაძნელება;
  • სწრაფი სუნთქვა;
  • სწრაფი გულისცემა;
  • სუსტი პულსი;
  • დაბალი არტერიული წნევა

სახის შეშუპების მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე.