საკვები, რომელიც დაგეხმარებათ დაღლილობის დაძლევაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საკვები, რომელიც დაგეხმარებათ დაღლილობის დაძლევაში

მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა საკვები და სასმელი უზრუნველყოფს ენერგიას, გამომუშავებული ენერგიის შენარჩუნების ხანგრძლივობა შესაძლოა განსსხვავებული იყოს.

საკვები და სასმელები, რომლებიც გვაძლევენ ხანგრძლივად ენერგიას

ჯანსღი კვება მოიცავს სხვადასხვა სახის საკვებს, რომლებიც მდიდარია საკვები ნივთიერებებით. ეს საკვები შეიძლება იყოს ენერგიის სამშენებლო მასალა.

რთული ნახშირწყლები

რთულ ნახშირწყლებად მიჩნეული საკვები ხშირად შეიცავს ბოჭკოს და სახამებელს. ეს ნუტრიენტები რთულია მოლეკულურ დონეზე, რაც ართულებს მათ დაშლას და ათვისებას ორგანიზმის მიერ. ეს ნელი პროცესი იდეალურია ენერგიის სტაბილური მიწოდების შესანარჩუნებლად. კომპლექსური ნახშირწყლები უზრუნველყოფს ხანგრძლივ ენერგიას. ეს არის საკვების ის ტიპი, რომელიც დაგეხმარებათ დღის განმავლობაში თავი ენერგიულად იგრძნოთ.

რთული ნახშირწყლების შემცველი საკვები მოიცავს:

  • მთლიან მარცვლეულს, როგორიცაა შვრიის ფაფა, ყავისფერი ბრინჯი და მთლიანი ხორბლის პური;
  • ხილს, როგორიცაა ვაშლი, მოცვი, მსხალი, ბანანი და ფორთოხალი;
  • ბოსტნეულს, როგორიცაა ტკბილი კარტოფილი, ბროკოლი;
  • კალეს, ისპანახს;
  • პარკოსნებს, როგორიცაა ლობიო და ოსპი

ცილები

რთული ნახშირწყლები შეიძლება ნელა ასათვისებელი იყოს, მაგრამ ცილებს მეტი დრო სჭირდებათ.

ცხიმიანი საკვებიდან მიღებული ცილების მონელებამ, მაგალითად წითელი ხორციდან, შეიძლება ზედმეტად გადატვირთოს ორგანიზმი. ამიტომ უმჯობესია ცილა მიიღოთ, ნაკლებად ცხიმიანი საკვების წყაროებიდან, მაგალითად ქათმის უცხიმო ხორციდან ან თევზდან, როგორიცაა ორაგული.

ცილის სხვა წყაროებია:

  • თხილეული, როგორიცაა ნუში, ფისტა და კაკალი;
  • მზესუმზირის, ჩიას ან გოგრის თესლი;
  • იოგურტი;
  • პარკოსნები;
  • კვერცხი

სითხე

დაღლილობა შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ გწყურიათ.

ზომიერმა დეჰიდრატაციამაც კი შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობის გრძნობა. ორგანიზმში სითხის დაბალი დონე აიძულებს გულს იმუშაოს უფრო მეტად, შესაძლოა ნელა, მაგრამ აუცილებლად დახარჯავს თქვენს ენერგიას.

საკვები და სასმელები რომლებმაც შეიძლება დაღლილობა გამოიწვიოს:

კოფეინირებული სასმელები

კოფეინის მოხმარება უზრუნველყოფს ენერგიის გარკვეულ ზრდას. მაგრამ, კოფეინის მოხმარებას აქვს უარყოფითი მხარე. გადაჭარბებული ძილიანობა შეიძლება იყოს კოფეინიანი სასმელების დალევის გვერდითი ეფექტი, როდესაც ორგანიზში ენერგიის დონის მატების შემდეგ სწრაფადვე ეცემა. კოფეინს ასევე შეუძლია გაართულოს ძილი, რაც საბოლოოდ საბოლოოდ, აზარალებს ენერგიის დონეს. ამიტომ, რეკომენდებულია კოფეინის ზომიერი მოხმარება.

მარტივი ნახშირწყლები და შაქარი

ორგანიზმში სწარაფად იშლება და მარტივად შეიწოვება, რაც სისხლში შაქრის დონისა და ენერგიის სწრაფ ზრდას იწვევს, ხოლო შემდეგ ენერგიის დონე სწრაფადვე ეცემა. ეს კი დაღლილობის ერთ-ერთი მიზეზია.

ალკოჰოლი