რა შეცდომებს ვუშვებთ მზის დამწვრობის მკურნალობისას
თითქმის ყველას, ვინც ზაფხულში არ იცავს კანს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან, ემუქრება მზის დამწვრობა და ასეთი დაზიანების მკურნალობას შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს.
არასწორი მკურნალობა ხშირად ამძიმებს ანთებით პროცესს.
არავითარ შემთხვევაში არ უნდა წაისვათ დამწვრობის ადგილზე ზეთი ან ეცადოთ კანზე წარმოქმნილი ბუშტუკების და ქერქების მოცილებას.
ადრე მოდაში იყო არაჟანი, მაწონი, ან ზეითუნის ზეთი - არ გირჩევთ მათ გამოყენებას.
ეს არის ცხიმის შემცველი პროდუქტები და ისინი კანზე ქმნიან აპკს, რომლის ქვეშ შეიძლება განვითარდეს ინფექციური პროცესები.
- მზის დამწვრობის დროს პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, არის ცივი საფენი. უბრალოდ წყალში დასველებული ქსოვილი მოათავსოთ დამწვრობის არეში.
- მეორე არის დამატენიანებელი საშუალებები, რომლებიც შეიცავს ანთების საწინააღმდეგო აგენტებს.