ზაფხულის სიცხე - რა ტიპის მედიკამენტები ზრდის სიცხისადმი მგრძნობელობას და რა რისკები ახლავს სიცხეს
მედიკამენტებმა, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის, გულის დაავადებების, ალერგიის სამკურნალოდ შესაძლოა მაღალი ტემპერატურისადმი მგრძნობიარე გაგხადოთ. მათ შორისაა შარდმდენები, ბეტა-ბლოკატორები, ანტიქოლინერგები. მათ შეუძლიათ გამოიწვიონ დეჰიდრატაცია, გავლენა მოახდინონ ოფლიანობაზე და გამოიწვიონ ტემპერატურის რეგულირების პრობლემები.
ცხელ ამინდში მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ სიგრილე და დალიოთ ბევრი წყალი.
თუ თქვენ გაქვთ სიცხესთან დაკავშირებული დაავადების სიმპტომები, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.
შარდმდენი საშუალებები, ხელს უწყობენ ორგანიზმში სითხის შეკავების აღმოფხვრას. დიურეტიკები ხშირად გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის და სხვა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ, რადგან მათ შეუძლიათ შეამცირონ სითხის რაოდენობა სისხლძარღვებში, რაც იწვევს მათ კედლებზე წნევის შემცირებას. დიურეტიკები იწვევენ ჭარბი სითხის გამოდევნას, თუ თქვენ ასევე ოფლიანდებით ამან შეიძლება გააუარესოს დეჰიდრატაცია, ორგანიზმიდან ნატრიუმის და წყლის შემდგომი გამოდევნით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გართულებები, მათ შორის დაბალი წნევა.
ბეტა-ბლოკერებმა შეიძლება სხეულის ასევე იმოქმედოს ორგანიზმის თერმორეგულაციაზე,
ანტიქოლინერგული საშუალებები გავლენას ახდენენ ოფლიანობის უნარზე.
როგორ შევამციროთ რისკი სიცხის დროს
მედიკამენტებსა და ცხელ ამინდს შორის ურთიერთქმედების გააზრებით, შეგიძლიათ მართოთ თქვენი ჯანმრთელობა და შეამცირონთ ექსტრემალურ სიცხესთან დაკავშირებული რისკები.
- შეინარჩუნეთ ჰიდრატაცია;
- თუ იღებთ მედიკამენტებს, მიმართეთ ექიმს სითხის მიღების ინდივიდუალური რეკომენდაციისთვის;
- მოერიდეთ ალკოჰოლს და კოფეინს;
- ატარეთ მსუბუქი ტანსაცმელი. ეს ხელს უწყობს ოფლის აორთქლებას;
- მაქსიმალურად დარჩით გრილ, ან კონდიცირებულ ადგილებში;
- დააკვირდით საკუთარ თავს სიცხესთან დაკავშირებულ ნიშნებზე, რაც მოიცავს მოიცავს ჭარბ ოფლიანობას, თავბრუსხვევას ან თავის ტკივილს. სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;
- გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან თქვენი მედიკამენტების კორექტირების შესახებ
ნუ შეწყვეტთ მედიკამენტის მიღებას ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ჯანმრთელობის რისკები, რომლებიც იზრდება ცხელ ამინდთან ერთად
კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფები ცხელ ამინდში ჯანმრთელობის პრობლემების მაღალი რისკის ქვეშ შესაძლოა იყვნენ, მათ შორის არიან:
- ჩვილები და მცირეწლოვანი ბავშვები, რომელთა სხეულს ასევე არ შეუძლია ტემპერატურის რეგულირება;
- ხანდაზმულები;
- ორსულები;
- ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები
ყველაზე გავრცელებული ჯანმრთელობის რისკები, რომელიც შეიძლება გაიზარდოს მაღალი ტემპერატურის დროს.
შაკიკის შეტევები
ბოლო კვლევები ვარაუდობენ, რომ სიცხემ შესაძლოა გაზარდოს შაკიკის რისკი. სიცხეში მეტია დეჰიდრატაციის რისკი, რაც უარყოფითად აისახება შაკიკზე.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები
სიცხეში გულსმეტად უწევს მუშაობა, გულისცემა ხშირდება, ძლიერდება სისხლის მიმოქცევა კანისკენ, რათა მოხდეს ოფლიანობისა და სხვა მექანიზმების დარეგულირება. გულის დატვირთვით მუშაობა კი ზრდის პრობლემების რისკს.
მიაქციეთ ყურადღება გულმკერდის ტკივილს, წნევას, მკლავის ტკივილს, Ჰაერის უკმარისობას, გულისრევას. თუ ეს სიმპტომები გაქვთ, მიმართეთ ექიმს.
თირკმლის დაავადების გაუარესება
თირკმელები ეხმარებიან ჩვენს ორგანიზმს სითხის რეგულირებაში და გადაჭარბებული სიცხის გამო, რაც იწვევს ჭარბ ოფლიანობას, თირკმელების პრობლემები შეიძლება გაუარესდეს.
თირკმელებს სჭირდებათ სითხე ფუნქციონირებისთვის და დეჰიდრატაციის რისკი მაღალია სიცხეში.
მაღალი ან დაბალი არტერიული წნევა
სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის ზედმეტად დაწევა ან მომატება.
ცხელმა ამინდმა შეიძლება გამოიწვიოს დაბალი წნევა რამდენიმე მიზეზის გამო. მაგალითად, როდესაც ძლიერ ოფლიანობთ, სხეული კარგავს სითხეს და მცირდება სისხლის მოცულობას. მოცულობის ამ შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება.
ეს შეიძლება მეტად გამოხატული გახდეს პოზიციის შეცვლისას, როგორიცაა დაწოლის შემდეგ ადგომა. თავბრუსხვევა დაბალ წნევასთან დაკავშირებული სიმპტომია. დეჰიდრატაციამ ასევე შეიძლება შეამციროს არტერიული წნევა.
თუმცა, ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს არტერიული წნევის მომატება. სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მატება, რადგან ორგანიზმს მეტი მუშაობა უწევს სისხლის მიმოქცევისთვის და ტემპერატურის დასარეგულირებლად.
მაღალი წნევა შეიძლება იყოს უსიმპტომო, მაგრამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი და თავბრუსხვევა.
სიცხესთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების პრევენციისთვის საჭიროა:
- სიცხესთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების რისკის ცოდნა;
- ჰიდრატაცია;
- ძლიერი ფიზიკური დატვირთვისგან თავის შეკავება. დამცავი ტანსაცმლის ტარება, როგორიცაა ქუდი;
- კარგი კონდიცირება
თუ თავბრუსხვევა, სისუსტე, თავის ტკივილი ან გულისრევა გაქვთ, მოერიდეთ სიცხეს, დალიეთ სითხე და მიმართეთ ექიმს.