რჩევები ნორმალური გულისცემის შესანარჩუნებლად
რადგან გულისცემაზე გავლენას ახდენს როგორც გარე ფაქტორები, როგორიცაა ამინდი და ტენიანობა, ასევე შინაგანი ფაქტორები, როგორიცაა მეტაბოლიზმი და სხეულის ზომა.
ნორმალური გულისცემა წუთში 60-დან 100-მდეა.
იმისთვის, რომ გულის ჯანმრთელობა შენარჩუნდეს, უნდა ეცადოთ იცხოვროთ აქტიური ცხოვრების წესით, რადგან გული არის კუნთი და საჭიროებს ვარჯიშს.
დატვირთვები ავარჯიშებს გულს და ის უფრო ეფექტურად მუშაობს. სიარული, ველოსიპედით სეირნობა ან თხილამურებით სრიალი შეიძლება გულისთვის დახმარება აღმოჩნდეს. მაგრამ იმის გამო, რომ ყოველთვის არ არის შესაძლებელი ვარჯიშისთვის დროის გამონახვა და ამინდი ხშირად არ არის სასიამოვნო, სახლის სავარჯიშო აღჭურვილობა დაგეხმარებათ და შეასრულოთ ყოველდღიური ვარჯიში გულ-სისხლძარღვთა სისტემის გასაძლიერებლად.
- მოწევაზე უარი უნდა თქვათ: ნიკოტინი ავიწროებს არტერიებსა და ვენებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულისცემის მატება.
- გარდა ამისა, სტრესი ასევე უარყოფითად მოქმედებს გულის ჯანმრთელობაზე. ადრენალინი და კორტიზოლი, ჰორმონები, რომლებიც გამოიყოფა სისხლში სტრესის დროს, ზრდის გულისცემას. ამაში მედიტაცია და იოგა დაგეხმარებათ.
- ჯანსაღი რაციონი არის გულის ჯანმრთელობის ქვაკუთხედი. გარდა ხილისა და ბოსტნეულისა, რომელიც მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, მენიუს დაამატეთ თევზი. მისი რეგულარულად ჭამა დაგეხმარებათ გულისცემის შემცირებაში. გული მთელი სიცოცხლე შეუწყვეტლად მუშაობს და ჩვენი მთავარი ამოცანაა დავეხმაროთ მას ამ საქმეში.