რა უწყობს ხელს თირკმლის ქვების წარმოქმნას
თირკმლის კენჭების ერთზე მეტი ტიპი არსებობს. ამ ტიპის ქვების წარმოქმნა შეიძლება მოხდეს სხვადასხვა მიზეზის გამო. თირკმელების ზოგიერთი ქვა წარმოიქმნება D ვიტამინის ჭარბი რაოდენობით მიღების გამო, ზოგი კი ქრონიკული დაავადებების გამო.
ცნობილია, რომ დღის განმავლობაში ბევრი სიარული ან რეგულარული ვარჯიში კარგია თირკმელების კენჭების პრევენციისთვის. ბევრი წყლის მოხმარება და ვარჯიში ეფექტური მეთოდებია თირკმლის ქვების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად.
თირკმლიs კენჭები შეიძლება წარმოიქმნას სხვადასხვა დაავადების გამო, მათ შორისაა:
კრონის დაავადება, საშარდე გზების ინფექცია, ჰიპოთირეოზი. დაავადებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ქვები, არ შემოიფარგლება მხოლოდ ამით.
თირკმელების კენჭების გამომწვევი დაავადებებია:
- თირკმელების თანდაყოლილი ანომალია;
- ნაწლავის ქრონიკული დაავადებები;
- პოდაგრა;
- თირკმლის მილაკოვანი აციდოზი
გარდა ამ დაავადებებისა, არსებობს სხვადასხვა პრობლემები, რომლებიც იწვევს თირკმელებში კენჭების წარმოქმნას. განსაკუთრებით არაჯანსაღი კვება ცნობილია, როგორც თირკმლის კენჭების წარმოქმნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.
როგორ ავიცილოთ თავიდან თირკმლის კენჭების წარმოქმნა
სიმსუქნის პრობლემა თირკმელების კენჭების გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორია.
წონის კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია თირკმლის ქვების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად. ამასთან, საჭიროა ყურადღება მიაქციოთ დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობის წყლის მიღებას.
დანამატების შემცველი ხილის წვენები ასევე ხელს უწყობს თირკმლის კენჭების წარმოქმნას. გაცილებით უსაფრთხოა ახლად გამოწურული ხილის წვენების არჩევა.
ცხოველური საკვების მოხმარების შემცირება ამცირებს თირკმლის ქვების წარმოქმნის რისკს.
გარდა ამისა, ყურადღება უნდა მიექცეს მოხმარებული მარილის რაოდენობის შემცირებას და საკმარისი კალციუმის მოხმარებას. კალციუმის დეფიციტი ასევე იწვევს თირკმლის ქვების წარმოქმნას.
ბოჭკოთი მდიდარი საკვების მოხმარება და კოფეინის მოხმარების თავიდან აცილება ასევე ამცირებს თირკმლის ქვების წარმოქმნის რისკს.
მნიშვნელოვანია ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვა.
რომელი საკვები იწვევს თირკმლის კენწების წარმოქმნას?
გარკვეული საკვების მოხმარებამ შეიძლება გაზარდოს თირკმელებში კენჭების გაჩენის ალბათობა:
- ჭარბი მარილის მოხმარება;
- ოქსალატის მაღალი შემცველობის მქონე საკვების მოხმარება - ოქსალატის შემცველი საკვებია: ისპანახი, ჭარხალი, თხილი, შოკოლადი, ჩაი და ბოლოკი.
- ცხოველური საკვები - როგორიცაა წითელი ხორცი
- კოფეინის გადაჭარბებული მოხმარება, მჟავე საკვები და ალკოჰოლი
თირკმლის ქვების სიმპტომები
სიმპტომები შეიძლება განსხვავდებოდეს წარმოქმნილი ქვების ტიპის მიხედვით. ზოგიერთი ტიპის კენჭის შემთხვევაში სიმპტომები არ ვლინდება და ქვა იწყებს ზრდას ისე, რომ ადამიანი ვერც კი აცნობიერებს ამას.
თირკმლის ქვების ზოგადი სიმპტომები:
- გულისრევა და ღებინება;
- წვის შეგრძნება ურინაციისას;
- შარდის მჟავა ბუნება;
- შარდის ფერის გამუქება;
- შარდვის სიხშირის შემცირება ან გაზრდა;
- წელის და ზურგის ტკივილები;
- ტკივილის შეგრძნება გულმკერდის არეში;
- ტკივილი საზარდულის არეში;
- სისხლი შარდში
გარდა ამ სიმპტომებისა, შესაძლებელია უფრო მძიმე სიმპტომების გამოვლენაც. ასეთ შემთხვევებში, ადამიანს ცხელება შეიძლება დაიწყოს. გარდა ცხელებისა, შესაძლოა გამოვლინდეს სიცივის შეგრძნებაც. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია სამედიცინო დახმარების მიღება.
თირკმლის ქვების მკურნალობის მეთოდები შეიძლება განსხვავდებოდეს გარკვეული ფაქტორების მიხედვით. მაგალითად, ქვის ტიპი, ქვის ზომა და ადამიანის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა მნიშვნელოვანი ფაქტორებია.