6 ნუტრიენტი, რომელიც უნდა ჩართოთ რაციონში 40 წლის შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

6 ნუტრიენტი, რომელიც უნდა ჩართოთ რაციონში 40 წლის შემდეგ

ეს შეიძლება იყოს დრო, რომ გადახედოთ საკვებს რომლებსაც თქვენს დიეტაში ჩართავთ.

ექსპერტების თქმით, როდესაც ესტროგენი იწყებს კლებას, გულის დაავადებების, დიაბეტის, ინსულტის და ოსტეოპოროზის რისკი იზრდება. მაგრამ ზოგიერთი საკვები დაგეხმარებათ ამ ქრონიკული მდგომარეობებისგან დაცვაში.

რა უნდა დაამატოთ კვების რუტინას 40 წლის შემდეგ, რათა შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა

ბოჭკო

ყოველდღიურად მიირთვით მთლიანი მარცვლეულის, ხილისა და ბოსტნეულის რამდენიმე პორცია, რათა გაზარდოთ ბოჭკოების მიღება. ბოჭკო, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავების ჯანმრთელობას და საჭმლის მონელებას, ასევე ამცირებს ანთებას, ხელს უწყობს ჯანსაღი ქოლესტერინის დონეს და შესაძლოა დაგეხმაროთ დაღლილობის გრძნობასთან ბრძოლაში. ის ასევე ასოცირდება ქრონიკული დაავადებების შემცირებულ რისკთან, როგორიცაა გულის დაავადება, დიაბეტი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და მსხვილი ნაწლავის კიბო.

ბოჭკო არის ჯანსაღი არჩევანი ნებისმიერ ასაკში. ბოჭკოვანი საკვები განსაკუთრებით სასარგებლოა სისხლში შაქრის დონის რეგულაციისთვის და ხელს უწყობს ტიპი 2 დიაბეტის პრევენციას.

კვებაში პროტეინისა და ბოჭკოს ჩართვით, სისხლში შაქარი უფრო ნელა გამოიყოფა, რაც იწვევს მისი დონის ნაკლებ მატებას. მარტივი ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები, როგორიცაა ტკბილი იოგურტი ან წვენი, ჩაანაცვლეთ ჩვეულებრივი ბერძნული იოგურტით, ხილით და მთლიანი მარცვლეულით.

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები

ომეგა -3 მნიშვნელოვანია უჯრედების ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით ტვინისთვის და რიგ კვლევებში დაკავშირებულია სიცოცხლის გახანგრძლივებასთან. ომეგა -3-ში არსებული პოლიუჯერი ცხიმები ასევე დაკავშირებულია გულის დაავადებების და ქრონიკული დაავადებების დაბალ რისკთან.

ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები უხვად არის ცხიმიან თევზებში, როგორიცაა ორაგული, სკუმბრია. ასევე გვხვდება მცენარეულ საკვებში, როგორიცაა კაკალი, სელის თესლი.

კალციუმი

კალციუმი მნიშვნელოვანია ძლიერი ძვლებისა და კბილებისთვის ასაკის მატებასთან ერთად. მენოპაუზის შემდეგ ქალებს აქვთ ოსტეოპოროზის გაზრდილი რისკი.

ცილა

ცილის საჭიროება განსხვავდება სხეულის ზომისა და აქტივობის დონის მიხედვით. შეეცადეთ მიიღოთ გარკვეული რაოდენობა ყოველი ჭამის დროს ძალისა და ენერგიის ბალანსისთვის.

კუნთების მასა ბუნებრივად იკლებს ასაკთან ერთად, ამიტომ საკმარისი ცილის მოხმარება და ფიზიკური დატვირთვა დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ძალა დიდი ხნით. ცილის წყაროები მოიცავს:

  • ხორცი;
  • ზღვის პროდუქტები;
  • კვერცხი;
  • ლობიო;
  • ბარდა;
  • თხილი;
  • სოიო;
  • ქინოა

D ვიტამინი

ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას და კალციუმის შეწოვას. რთულია D ვიტამინის საკმარისი რაოდენობის მიღება მხოლოდ დიეტისგან.

ფიტოესტროგენები

გვხვდება მცენარეულ საკვებში, როგორიცაა თხილი, სოია, ხილი და ბოსტნეული. ფიტოესტროგენები, განსაკუთრებით სოიო, იმიტირებენ ჰორმონოთერაპიას. ისინი ხელს უწყობენ გულის დაავადებების, ანთების და ალცჰაიმერის დაავადებისგან დაცვას. ფიტოესტროგენები ასევე შეიძლება დაეხმარონ კანისა და იმუნური სისტემის ჯანმრთელობას, ხოლო სოიოს პროდუქტებმა აჩვენა, რომ ამცირებს მენოპაუზის სიმპტომებს, როგორიცაა ცხელი ციმციმები და ღამის ოფლიანობა. ფიტოესტროგენები შეიძლება არ ამსუბუქებს სიმპტომებს ყველა ქალისთვის, მაგრამ პოტენციური გვერდითი ეფექტები დაბალია.

ნებისმიერი დანამატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რათა სწორად შეირჩეს დოზები.