რისი სიმპტომია უპეების შეშუპება?
თუმცა, ეს მდგომარეობა ზოგჯერ შეიძლება იყოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების სიმპტომი.
რისი სიმტომი შეიძლება იყოს უპეების შეშუპება
ალერგია
თვალის ქვეშ შეშუპების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის ალერგია. ალერგენები, მაგალიტად, მტვერი, იწვევს ანთებას და სითხის დაგროვებას თვალების ირგვლივ. ალერგიული რეაქციები ხშირად გვხვდება სხვა სიმპტომებთან ერთად, როგორიცაა ქავილი, სიწითლე.
სინუსიტი
ცხვირის ირგვლივ მდებარე სინუსების ანთებაა. სინუსების ანთება იწვევს თვალის ირგვლივ წნევის მატებას, რაც იწვევს უპეების შეშუპებას. სინუსიტის სხვა სიმპტომებია ცხვირის შეშუპება, სახის ტკივილი და თავის ტკივილი.
თირკმელების დაავადებები
ვინაიდან თირკმელების ერთ-ერთი ფუნქციაა ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გაფილტვრა თუ თირკმლის ფუნქციები გაუარესდა, ორგანიზმში სითხის დაგროვება ხდება. ეს იწვევს თვალის ქვეშ შეშუპებას, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია დილით. თირკმელების დაავადება შეიძლება გამოვლინდეს სხვა სიმპტომებით, განსაკუთრებით შეშუპებით და მაღალი წნევით.
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები
ჰიპოთირეოზი ვითარდება, თუ ფარისებრი ჯირკვალი არ გამოიმუშავებს საკმარის ჰორმონებს. ჰიპოთირეოზი იწვევს შეშუპებას თვალების ირგვლივ და სხეულის სხვა ნაწილებზე. დაღლილობა, თმის ცვენა და სიცივის აუტანლობა ჰიპოთირეოზის სხვა სიმპტომებს შორისაა.
გულის უკმარისობა
ამ დროს გულს არ შეუძლია საკმარისი რაოდენობის სისხლის გადატუმბვა ორგანიზმში. ამ შემთხვევაში ორგანიზმში ხდება სითხის დაგროვება, რაც თვალის ქვეშ შეშუპების სახით ვლინდება. შეშუპება შესაძლებელია შეინიშნებოდეს ატერფებში, ფეხებსა და მუცელზე.
ძილის პრობლემები
არასაკმარისი ძილი უპეების ანთებისა და შეშუპების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ძილის ნაკლებობა იწვევს თვალების ირგვლივ სისხლძარღვების გაფართოებას და სითხის დაგროვებას, შედეგად უპეები შუპდება. რეგულარული და ხარისხიანი ძილი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ასეთი შეშუპების თავიდან აცილებაში.
ჰორმონალური ცვლილებები
განსაკუთრებით ქალებში, ჰორმონალური ცვლილებები იწვევს თვალის ქვეშ შეშუპებას. ჰორმონალური რყევები, როგორიცაა მენსტრუაცია, ორსულობა ან მენოპაუზა იწვევს ორგანიზმში სითხის შეკავებას, რაც თვალის ქვეშ ანთებას შესამჩნევს ხდის.
დაბერება
დაბერების პროცესი იწვევს ცვლილებებს კანსა და შემაერთებელ ქსოვილებში. თვალის ქვეშ არსებული ცხიმოვანი ქსოვილი დროთა განმავლობაში იცვლება, ამ დროს შესაძლოა უპეები შეშუპდეს. კანის ელასტიურობის დაქვეითებაც ამ მდგომარეობას შესამჩნევს ხდის.
კვება და ცხოვრების წესი
მარილის ჭარბი მოხმარება იწვევს ორგანიზმში სითხის შეკავებას და უპეების შეშუპებას. გარდა ამისა, ალკოჰოლის მოხმარება ანალოგიურად არღვევს სითხის ბალანსს და იწვევს შეშუპებას. დაბალანსებული დიეტა და წყლის ადეკვატური მოხმარება ხელს უწყობს უპეების ანთების თავიდან აცილებას.
მიუხედავად იმისა, რომ თვალის ქვეშ შეშუპება ჩვეულებრივ ხდება მარტივი და დროებითი მიზეზების გამო, ეს ზოგჯერ შეიძლება იყოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების სიმპტომი.
თვალების ქვეშ მუდმივი შეშუპების შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.