რა საშიშიროებას უქმნის კოჟრები სახსრებს
კოჟრების მთავარი საშიშროება არის ის, რომ დროთა განმავლობაში ის შეიძლება გასქელდეს. ამავდროულად, მათში ვითარდება მტკივნეული ნახეთქები, რომლებიც ხელს უშლიან სიარულს.
ადამიანი შეეცდება, ნაკლებად დააბიჯოს ფეხის მგრძნობიარე ადგილზე.
ამის გამო შეიძლება შეიცვალოს სიარულის მანერა და გაიზარდოს დატვირთვა საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე.
- ასეთი გართულებების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ფეხებზე გულდასმით დაკვირვება, რეგულარულად დამუშავება სპეციალური პედიკურის სახეხით და დამატენიანებელი კრემებით.