სხვისი პირსახოცის გამოყენებისას იზრდება სოკოსა და სტაფილოდერმიის საფრთხე
ეპიდერმისი მთლიანად განახლდება ყოველ 28-30 დღეში. შეიძლება ითქვას, რომ ყოველთვიურად ადამიანი ახალი კანით ცხოვრობს. კანის ზედაპირი დაფარულია ჰიდროლიპიდური მანტიით - თხელი აპკით.
თითოეულ ადამიანს აქვს მიკროორგანიზმების საკუთარი უნიკალური ნაკრები, თითქმის თითის ანაბეჭდის მსგავსი. ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში მცხოვრები ბაქტერიების რაოდენობა აღემატება მისივე უჯრედების რაოდენობას. მათ შორის არის როგორც სასარგებლო ბაქტერიები, ასევე ისეთებიც, რომლებიც საზიანოა, როდესაც ორგანიზმის დაცვა სუსტდება. შესაბამისად, პირსახოცის გამოყენებისას მასზე რჩება ადამიანის კანზე მცხოვრები ბაქტერიებისა და სოკოების ინდივიდუალური ნაკრები. ტენიან პირობებში ბაქტერიები და სოკოები სწრაფად მრავლდებიან.
როდესაც იყენებთ სხვის პირსახოცს, შეიძლება მიიღოთ სხვისი მიკროფლორა, განსაკუთრებით თუ დაზიანებულია ჰიდროლიპიდური მანტია.
- და ეს დაკავშირებულია ისეთი დაავადებების რისკთან, როგორიცაა: კანის, ფრჩხილების და თმის სოკოვანი ინფექციები, სტრეპტოდერმია და სტაფილოდერმია, პედიკულოზი, აკნეს გამწვავება, სქესობრივი გზით გადამდები სხვადასხვა დაავადებები.
პირსახოცი კვირაში ორჯერ მაინც უნდა გამოცვალოთ, გარეცხოთ 60-90 გრადუსზე და კარგად გააშროთ. უმჯობესია გამოიყენოთ პირსახოცების კომპლექტი ცალცალკე ხელების, სახისა და სხეულისთვის, რადგან სხეულის ამ უბნებში მიკროფლორა და კანის ბარიერის მდგომარეობა განსხვავდება.