რა უნდა გავაკეთოთ, თუ თვალში ქვიშა ჩაგვივარდება
უბრალოდ უნდა შეეცადოთ დახუჭოთ თვალები და დაელოდოთ, უცხო სხეული როდის გამოვა ცრემლით.
თუ თვალს მოვისრისავთ, ქვიშის მარცვლები შეაღწევს ქუთუთოს ქვეშ არსებულ კონიუნქტივაში, რაც გამოიწვევს გაღიზიანებას და ტკივილს.
თუ კონიუნქტივაში უცხო სხეული აშკარად ჩანს, ის უნდა მოვიშოროთ მარლის წვერით ან სუფთა ცხვირსახოცით.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ნუ დააყოვნებთ ექიმთან მისვლას, მით უმეტეს, თუ კონიუნქტივა გაწითლდება და თვალიდან გაძლიერებული ცრემლდენა დაიწყო. რქოვანას დაზიანება ძალიან საშიშია. კატეგორიულად არ შეიძლება შეეხოთ თვალებს ჭუჭყიანი ხელებით.