ვის ემუქრება სითბური დარტყმის რისკი ცხელ ამინდში?
მათ შორის გულის დაავადებების, დიაბეტის ან ბრონქული ასთმის ჩათვლით.
სხეულის გადახურება დახშულ ოთახში ან მზეზე იწვევს ძალების დაკარგვას და მოთენთილობას.
თუ დროულად არ მივიღებთ ზომებს, იწყება თავის ტკივილი და გულისრევის შეტევები. მძიმე სითბური დარტყმა იწვევს ჰალუცინაციებს, ბოდვასა და გონების დაბინდვას.
რისკის ქვეშ არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ სხეულის თერმორეგულაციის მექანიზმების დარღვევა. მათ შორისაა ბავშვები, მოხუცები, არტერიული ჰიპერტენზიის და შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანები, ასევე გულის კორონარული დაავადებით, ტაქიკარდიითა და კარდიომიოპათიით დაავადებული ადამიანები.
- საშიშია გადახურება, ვეგეტონევროზის დროს. გარდა ამისა, რისკის ქვეშ არიან ასთმის დიაგნოზის მქონე ადამიანები და ის პირები რომლებსაც აქვთ ღვიძლის ციროზის ან ჰეპატიტის დიაგნოზი.
სითბური დარტყმა საშიშია ორსულებისთვის და მათთვის, ვინც გადაიტანა მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი. გარდა ამისა, სითბური დარტყმა ემუქრება მათ, ვინც ჭარბად მოიხმარს ალკოჰოლს. ყველასთვის, ვინც რისკის ქვეშ იმყოფება, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს სიცხეში გაგრილება და მეტი სითხის დალევა.