სილამაზის პროტეინი: 5 საკვები, რომელიც ეხმარება კოლაგენის დეფიციტის შევსებას
საშუალოდ 50 წლამდე ამ ცილის შემცველობა ყოველწლიურად 1%-ით იკლებს, მენოპაუზის შემდეგ კი კოლაგენის „გამორეცხვა“ ჩქარდება.
კოლაგენის ნაწილის შევსება შესაძლებელია გარკვეული საკვებით.
ცხოველური ცილა
კოლაგენი არის ცილა და ორგანიზმი მას „იღებს“ ცილოვანი საკვებიდან. თეთრი ხორცი: ქათამი, ინდაური, საქონლის ხორცი და ღორის ხორციც კი - ყველა ეს საკვები დაგეხმარებათ ორგანიზმში კოლაგენის დონის ამაღლებაში და კანის, თმისა და ფრჩხილების ჯანსაღად და ლამაზად შენარჩუნებაში.
ისპანახი და კომბოსტო
ეს ბოსტნეული მდიდარია ვიტამინებით A, C და თუთიით, რომლებიც ასტიმულირებენ ბუნებრივი კოლაგენის გამომუშავებას. შეეცადეთ მიირთვათ ამ ბოსტნეულის სალათი ყოველ მეორე დღეს მაინც - ეს დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ კანისა და თმის ბუნებრივი ახალგაზრდობა.