ვიაროთ ჯანმრთელობისკენ - რომელი დაავადებებისგან გვიცავს რეგულარული სიარული
ყბადაღებულ 10000 ნაბიჯს დღეში ფაქტობრივად სასწაულების მოხდენა შეუძლია.
ეს ალბათ ყველაზე ფიზიოლოგიური ვარჯიშია, რადგან სიარულის დროს ჩვენ შეგვიძლია დავარეგულიროთ ტემპი, სუნთქვა, პულსი და ამას მოაქვს ხელშესახები სარგებელი.
ფიზიკური უმოქმედობა იწვევს სიკვდილიანობის ზრდას 15%-ით. უფრო მეტიც, ეს არის სიკვდილი ისეთი პათოლოგიებით, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები და კიბო. „ის სისტემები, რომლებიც აქტიურდება სიარულის დროს და დოზირებული აერობული ვარჯიშებით, ებრძვიან ქსოვილების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ და კანცეროგენების ეფექტებს. დღეს კი ფიზიკური უმოქმედობა თითქმის ყველა დაავადების უზარმაზარ რისკ-ფაქტორად ითვლება.
თუ სიარულის დროს ხელებსაც ავამოძრავებთ, ისინი აღარ შეშუპდება. სიარულის უპირატესობა ის არის, რომ არ საჭიროებს დამატებით აღჭურვილობას - უბრალოდ ადგომა, სახლიდან გასვლა და ქუჩაში გასეირნება გჭირდებათ.
გასეირნება აბსოლუტურად ყველასთვის ხელმისაწვდომია. ამ შემთხვევაში აერობული ვარჯიში კვირაში 5-ჯერ უნდა გააკეთოთ თითო ვარჯიშზე მინიმუმ 40 წუთის განმავლობაში. არასოდეს დაისვენო ერთ დღეზე მეტ ხანს, თორემ ორგანიზმი მიხვდება, რომ შეგიძლია დაისვენო და მესამე დღეს თავს ვეღარ აიძულებ. მეტიც, ნებისმიერ ამინდში უნდა გახვიდეთ გარეთ - არც წვიმა, არც თოვლი და არც სხვა პრობლემები არ უნდა იყოს დაბრკოლება.