ერთდროულად რომელი მედიკამენტების მიღებაა საშიში
მცენარეულ პრეპარატ კრაზანას, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ, შეუძლია შეამციროს ჩასახვის საწინააღმდეგო აბების ეფექტურობა, ხოლო ანტიდეპრესანტებისა და იბუპროფენის ერთად მიღებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს კუჭს.
ამის შესახებ DailyMail-ს ბრიტანელმა ფარმაცევტმა და კინგსტონის უნივერსიტეტის ლექტორმა დიპა კამდარმა განუცხადა. სპეციალისტის თქმით, კრაზანა ხშირად გამოიყენება, როგორც ურეცეპტოდ გაცემული მცენარეული საშუალება დეპრესიის მსუბუქი ფორმების სამკურნალოდ.
გამოხატული ანტიდეპრესანტული ეფექტის გარდა, ამ პრეპარატს აქვს უნარი, იმოქმედოს როგორც ფერმენტის ინდუქტორმა - დააჩქაროს სხვა ნივთიერებების დაშლა.
ეს ნიშნავს, რომ კრაზანას და სხვა წამლების (მაგალითად, კონტრაცეპტივების) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ამ უკანასკნელის ეფექტურობა და გამოიწვიოს მოულოდნელი შედეგები.
- ფარმაცევტის განცხადებით, არ უნდა შეუთავსოთ სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (SSRIs) ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებლებს (ნუროფენი, იბუპროფენი).
ფაქტია, რომ ამ პრეპარატების კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭის ლორწოვანი გარსის დაზიანება და სისხლდენის პროვოცირებაც კი. საშიში შედეგების თავიდან აცილების მიზნით, ამ ორი ტიპის წამლის მიღება უნდა მოხდეს მინიმუმ ორი საათის ინტერვალით.