რა ასაკიდან უნდა გაიაროთ რეგულარული სამედიცინო შემოწმება?
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების საშიშროების გამო, მამაკაცები საჭიროებენ სამედიცინო შემოწმებას 35 წლიდან.
ერთ-ერთი სახიფათო დიაგნოზია ათეროსკლეროზი, რომლის იდენტიფიცირებაც მნიშვნელოვანია.
- ასევე, 35 წლიდან აუცილებელია უროლოგთან მისვლა.
ბოლო წლებში ბევრი დაავადება „გაახალგაზრდავდა“.
ქალებს 30 წლიდან მოეთხოვებათ სარძევე ჯირკვლების რეგულარული ექოსკოპია. რეგულარული მამოგრაფია უნდა გაკეთდეს მენოპაუზის დაწყების მომენტიდან.
- ასაკთან ერთად, სხეულის შემოწმება უფრო ხშირად უნდა ჩატარდეს. აუცილებელი მინიმუმია წელიწადში ერთხელ, ხოლო ქრონიკული დაავადების გამოვლენის შემთხვევაში – ორჯერ.