როგორ განვასხვაოთ გულმავიწყობა დემენციისგან
მაგრამ დემენცია არის სიმპტომების ჯგუფი, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა დაავადებებით, რომლებიც აზიანებენ თავის ტვინს.
დემენციის სიმპტომები დროთა განმავლობაში უარესდება და იწვევს სირთულეებს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
- დემენციის მქონე პაციენტებს ავიწყდებათ ის, რაც ახლახან ისწავლეს და უსასრულოდ სვამენ ერთსა და იმავე კითხვებს.
- მათ ძალიან უჭირთ კონცენტრირება და ახალი დავალების შესრულება. დემენციის მქონე ადამიანები ასევე იბნევიან რაღაცეების დაგეგმვისას ან ფიქრის დროს და შეიძლება შეინახონ ნივთები უჩვეულო ადგილებში (მაგალითად, ბინის გასაღების დატოვება აბაზანაში).
გულმავიწყი ადამიანები ახერხებენ ერთ ამოცანაზე ფოკუსირებას, შეუძლიათ რაღაცების დაგეგმვა და ახალი პრობლემის გადაჭრა. გულმავიწყობით გამოწვეული ცვლილებები შეიძლება იყოს შემაშფოთებელი, მაგრამ ისინი დიდად არ იმოქმედებენ ადამიანის ცხოვრების ხარისხზე და დაძლევის უნარზე.