რატომ გვეყინება ფეხები
ფეხების გაყინვა, როგორც წესი, არ არის სპეციფიკური ერთი დაავადებისთვის და წარმოიქმნება მრავალი განსხვავებული ფაქტორის გამო.
ფეხების გაყინვა შესაძლოა განპირობებული იყოს:
პერიფერიული არტერიების დაავადებით
პერიფერიული არტერიების დაავადება ხდება არტერიების შევიწროების ან ბლოკირების შედეგად, რაც იწვევს ფეხებში სისხლის არასაკმარის ნაკადს. ეს მდგომარეობა ხშირად ასოცირდება ათეროსკლეროზთან. შევიწროებულ ან დაბლოკილ არტერიებს არ შეუძლია მიიტანოს საკმარისი რაოდენობის ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები ფეხებამდე. ეს იწვევს ფეხებში სიცივის შეგრძნებას.
შაქრიანი დიაბეტი
შაქრიანი დიაბეტი გრძელვადიან პრესპექტივაში იწვევს ნერვის დაზიანებას, ნეიროპათიას. დიაბეტური ნეიროპათია იწვევს სიმპტომებს, როგორიცაა დაბუჟება, ჩხვლეტა და ტკივილი სხეულის სხვადასხვა ნაწილში. ტერფების ნერვის დაზიანება ასოცირდება ტკივილთან, წვის შეგრძნებასთან, ასევე ფეხებში სიცივის შეგრძნებასთან.
ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები
ფარისებრი ჯირკვლის გადაჭარბებული ან არასაკმარისი აქტივობა ხელს უშლის სხეულის ტემპერატურის რეგულირებას.
ჰიპოთირეოზი იწვევს სხეულის ტემპერატურის ვარდნას, რაც იწვევს ფეხების გაციებას. ჰიპერთირეოზი ზრდის მეტაბოლიზმს და სხეულის ტემპერატურას, რაც იწვევს ჭარბ ოფლიანობას და შემდგომ გაციებას.
რეინოს სინდრომი
რეინოს სინდრომს ახასიათებს თითების ან ფეხების გაუფერულება და სიცივის შეგრძნება. ეს სინდრომი ასოცირდება სისხლძარღვების სპაზმთან და ამ სპაზმის შედეგად მცირდება სისხლის მიმოქცევა. შედეგად, ფეხებში იგრძნობა სიცივე.
ანემია
ანემია არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზმში ჰემოგლობინის დონე დაბალია. ჰემოგლობინის არასაკმარისი დონე ამცირებს ორგანიზმში ჟანგბადის გადატანას. ქსოვილები ვერ იღებენ საკმარის ჟანგბადს, რაც ფეხების გაციებას იწვევს.
B12 ვიტამინის დეფიციტი
B12 ვიტამინის დეფიციტი იწვევს ანემიას და ნერვების დაზიანებას. ნერვის დაზიანება, განსაკუთრებით თუ ის ხანგრძლივი ან მძიმეა იწვევს დაბუჟებას, ჩხვლეტას და სიცივის შეგრძნებას ფეხებში. ეს მდგომარეობა განსაკუთრებით ხშირია ვეგანური ან ვეგეტარიანული დიეტის მქონე პირებში ან საჭმლის მომნელებელი პრობლემების მქონე პირებში, როგორიცაა კუჭის მჟავის გამომუშავების დაქვეითება.
ფიბრომიალგია
მდგომარეობაა, რომელსაც ახასიათებს ქრონიკული ტკივილი, დაღლილობა და კუნთების დაჭიმულობა. ამ შემთხვევაში ტკივილი იგრძნობა სხეულის სხვადასხვა ნაწილში. ფიბრომიალგიას ხშირად თან ახლავს უძილობა და ფსიქიკური დისტრესი. ფეხების ტკივილი, დაბუჟება და სიცივის შეგრძნება ფიბრომიალგიის სიმპტომია.
სისხლის მიმოქცევის დარღვევები
სტრესი და შფოთვა
სტრესი და შფოთვა იწვევს ორგანიზმში სისხლძარღვების შეკუმშვას და კუნთების დაჭიმვას. ეს იწვევს ფეხებში სისხლის მიმოქცევის დაქვეითებას და სიცივის შეგრძნებას. სტრესი და შფოთვა ასევე ხელს უწყობს გარკვეული პირობების გამოწვევას, როგორიცაა რეინოს სინდრომი.
ფეხების გაყინვა არის სიმპტომი, რომელიც არ არის სპეციფიკური ერთი დაავადებისთვის და ვლინდება მრავალი ფაქტორის არსებობისას.
ფეხების გაციება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი სხვა სიმპტომებთან ერთად გვხვდება, მნიშვნელოვანი ნიშანია. ამიტომ, იმ პირებისთვის, რომლებიც უჩივიან სიცივეს, საჭიროა მიმართონ ექიმს და გაიარონ კვლევა.