როგორ გავუმკლავდეთ შაკიკს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გავუმკლავდეთ შაკიკს

თუმცა, თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში რამდენიმე მარტივ ცვლილებას შეიტანთ, შესაძლოა შვება იგრძნოთ.

  • ტრიგერების იდენტიფიცირება

„შაკიკის დღიურის“ წარმოება ძალიან ეფექტური გზაა იმის გასაგებად, თუ რა იწვევს შეტევას. ჩამოწერეთ ყველა დეტალი - შეტევის დაწყების თარიღი და დრო, რა გააკეთეთ, როდის დაიწყო, რამდენ ხანს გაგრძელდა, რა სიმპტომები აღინიშნა, რა მედიკამენტები მიიღეთ. ასევე სასარგებლოა ჩაწეროთ რას ჭამდით შეტევის დაწყებამდე და რამდენი გეძინათ წინა ღამეს.

თქვენი ტრიგერების ცოდნა დაგეხმარებათ ექიმთან მკურნალობისა და ქცევის გეგმის დასახვისთვის, რომელიც დაგეხმარებათ შეტევების სიხშირის შემცირებაში.

შეიმუშავეთ მოქმედების გეგმა შეტევის დროს

შაკიკის პირველი ნიშნები, როგორიცაა გაზრდილი მგრძნობელობა სინათლის მიმართ, შეიძლება იყოს უკიდურესად სტრესული, განსაკუთრებით თუ ხშირად გქონიათ შეტევა. შეტევასთან გამკლავების გეგმა მოგცემთ კონტროლის გრძნობას და დაგეხმარებათ შეზღუდოთ შაკიკის გავლენა თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. გეგმა შეიძლება მოიცავდეს საჭირო მედიკამენტების მომზადებას, მეგობრებისა და ოჯახის წევრების გაფრთხილებას, რომ თქვენ გაქვთ შეტევა და არ უნდა შეგაწუხოთ.

  • მოერიდეთ სტრესს

ეს არის შაკიკის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გამომწვევი, ამიტომ უნდა ეცადოთ ყველაფერი გააკეთოთ ისე, რომ ნერვიულობის მიზეზი არ გქონდეთ.

იოგა, მედიტაცია და კოგნიტური ქცევითი თერაპია ხელს უწყობს სიმშვიდის მიღწევას.

  • სირბილი

რეგულარული ფიზიკური აქტივობა შეამცირებს შეტევების სიხშირეს და სიმძიმეს, რადგან ის ასევე ხელს უწყობს სტრესის მოხსნას და ასევე სასარგებლოა ზოგადად. თუმცა, ქრონიკული შაკიკის დროს, შესაძლოა შეტევის შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში იგრძნოთ მოთენთილობა, სისუსტე და დაღლილობა, ამიტომ ვარჯიში, სავარაუდოდ, თქვენს პრიორიტეტებში არ შედის. მაგრამ ფიზიკური აქტივობა შეიძლება შევიდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში თანდათანობით.

თუ გადაწყვეტთ სირბილს ან სპორტდარბაზში წასვლას, ეცადეთ აკონტროლოთ წყლის რეჟიმი, რადგან დეჰიდრატაციამ შეიძლება გამოიწვიოს შეტევა. კარგად გაახურეთ კუნთები და მიირთვით ვარჯიშის დაწყებამდე არაუგვიანეს საათნახევრისა. ასევე სასარგებლოა იოგას და ტაი ჩის ვარჯიში, რაც დაგეხმარებათ მოდუნებაში და დამშვიდებაში.

  • საკმარისი ძილი

ღამის ძილის ნაკლებობა ხშირად არის შეტევის მიზეზი, ამიტომ დაიცავით ძილის კარგი ჰიგიენა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, დაიცავით რუტინა, ანუ შეეცადეთ დაიძინოთ და გაიღვიძოთ ყოველთვის ერთსა და იმავე დროს. თუ დღისით დაწექით, დიდხანს არ დაიძინოთ, თორემ საღამოს დაძინება გაგიჭირდებათ.

მიუხედავად იმისა, რომ დღის განმავლობაში ვარჯიში დაგეხმარებათ ღამით კარგად დაძინებაში, მოერიდეთ ინტენსიურ ვარჯიშს ძილის წინ, ასევე მძიმე საკვებს, ალკოჰოლს და კოფეინს. კარგი ღამის ძილი ხელს შეუწყობს შეტევების სიხშირის შემცირებას.

  • ჭამეთ ხშირად და მცირე რაოდენობით

ასევე მნიშვნელოვანია დიეტა, რადგან შეტევები ხშირად პროვოცირებულია შიმშილით და წყურვილით. შეეცადეთ ყოველთვის მიირთვათ ნოყიერი საუზმე და შემდეგ დღის განმავლობაში მიირთვათ ხშირად, მცირე ულუფებით, რათა შეინარჩუნოთ ენერგია და თავიდან აიცილოთ სისხლში შაქრის დონის ზედმეტად მერყეობა. ყოველთვის თან იქონიეთ ბოთლი წყალი, დალიეთ ხშირად და მცირე ყლუპებით.