ქერი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქერი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის

ქერი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებსა და მინერალებს, ასევე დიდი რაოდენობით ბოჭკოს. ქერს აქვს სპეციალური ბოჭკო, რომელსაც ბეტა-გლუკანი ეწოდება. კვლევებმა აჩვენა, რომ ამ ტიპის ბოჭკოს შეუძლია:

  • გააძლიეროს იმუნიტეტი;
  • დაგეხმაროთ წონის დაკლებაში;
  • გააუმჯობესოს ნაწლავის ჯანმრთელობა;
  • შეამციროს სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონე

დაფქული ქერის ნახევარი ჭიქა შეიცავს:

  • 354კალორიას;
  • 2.3 გრამ ცხიმს;
  • 1 გრამზე ნაკლებ შაქარს;
  • 17.3 გრამ ბოჭკოს;
  • 12.5 გრამ ცილას

ქერი ასევე ვიტამინებისა და მინერალების კარგი წყაროა. შეიცავს:

  • მაგნიუმის დღიური დოზის 33%;
  • რკინის 20%;
  • B1 ვიტამინის 43%;
  • B2 ვიტამინის 17%;
  • B6 ვიტამინის 16%;
  • ფოსფორის 26%;
  • კალიუმის 13%;
  • თუთიის 18%;
  • სელენის 54%

ქერის ჯანმრთელობის სარგებელი

ხელს უშლის დიაბეტის განვითარებას

მცირე რაოდენობით ბოჭკოს შემცველი და შაქრის დიდი რაოდენობით შემცველი საკვები ჩვეულებრივ იწვევს სისხლში გლუკოზის სწრაფ ზრდას. თქვენი ორგანიზმი რეაგირებს ინსულინის გამოთავისუფლებით, ჰორმონი, რომელიც აბრუნებს სისხლში შაქარს. დროთა განმავლობაში, ამ განმეორებითმა პროცესმა შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტი.

ქერი ხელს უყწობს ნაწლავებიდან შაქრის ნელა ათვისებას. ამით თავიდან აიცილებთ შაქრის სწრაფ მომატებას და ინსულინის გამოყოფას. არცერთი საკვები არ იძლევა გარანტიას, რომ არასოდეს დაავადდებით დიაბეტით, მაგრამ ქერის მიღება კარგი გზაა რისკის შესამცირებლად.

მართავს მადას

ქერი არ არის ძალიან დაბალკალორიული საკვები, მაგრამ მისი მიღება მაინც დაგეხმარებათ ჯანსაღი წონის შენარჩუნებაში.

ქერი დაგეხმარებათ ნაკლებად იგრძნოთ შიმშილი, რადგან ის მდიდარია ბოჭკოებითა და პროტეინებით. ორივე ეს ნუტრიენტი გეხმარებათ იყოთ დანაყრებული დიდი ხნის განმავლობაში.

ებრძვის კიბოს

ქერს აქვს ანთების საწინააღმდეგო და იმუნიტეტის გამაძლიერებელი ეფექტი, რაც ხელს უწყობს კიბოს ზოგიერთი სახეობის პრევენციას. შეიცავს E ვიტამინსა და პოლიფენოლებს. ეს ნუტრიენტები აჩერებენ დაჟანგვას, ანუ უჯრედების დაზიანებას, ხოლო უჯრედების დაზიანება იწვევს კიბოს.

ხელს უწყობს ნაწლავების ჯანმრთელობას

ქერს აქვს დიდი რაოდენობით ხსნადი ბოჭკო, რაც კარგია საჭმლის მონელების შეუფერხებლად წარმართვისათვის.

ჯანსაღ ნაწლავს აქვს ბაქტერიების და სხვა ორგანიზმების ბალანსი, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმუნურ სისტემაში. ქერი შეიცავს პრებიოტიკებს, რომლებიც კვებავს სასარგებლო ორგანიზმებს მიკრობიომში.

ამცირებს გულის დაავადების რისკს

ბეტა-გლუკანი ხელს უწყობს არაჯანსაღი ქოლესტერინის დონის შემცირებას, რაც ხელს უშლის არტერიებში ნადების დაგროვებას. ზოგიერთი კვლევა ასევე ვარაუდობს, რომ ქერს შეუძლია შეამციროს არტერიული წნევა, რაც გულის დაავადების მთავარი ფაქტორია.

რა უნდა გაითვალისწინოთ ქერის მიღებისას

ადამიანების უმეტესობას შეუძლია უსაფრთხოდ მიირთვას ერთი პორცია ქერი. მაგრამ, როგორც ნებისმიერი საკვები, საუკეთესოა ზომიერება. თქვენ გჭირდებათ სხვადასხვა საკვები ნივთიერებები სხვადასხვა საკვებიდან, ასე რომ ნუ გაამახვილებთ ყურადღებას მხოლოდ ერთზე.

თუ გაქვთ ცელიაკია ან გლუტენის აუტანლობა, თავი შეიკავეთ ქერის მიღებისგან, ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ალერგია ქერის მიმართ, მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი, მსუბუქი ალერგია.

გარდა ამისა, ქერი შეიცავს მოკლე ჯაჭვის ნახშირწყლებს, სახელწოდებით ფრუქტანებს, რომლებიც წარმოადგენენ დუღილის ბოჭკოს. ფრუქტანებმა შეიძლება გამოიწვიოს შებერილობა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის ან საჭმლის მომნელებელი სხვა დარღვევების მქონე ადამიანებში. ამიტომ, თუ გაქვთ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ან მგრძნობიარე საჭმლის მომნელებელი ტრაქტი, ნუ მიიღებთ ქერს.

გამომდინარე იქიდან, რომ ქერი ძლიერ გავლენას ახდენს სისხლში შაქრის დონეზე, გამოიჩინეთ სიფრთხილე მისი მიღებისას თუ გაქვთ დიაბეტი და იღებთ სისხლში შაქრის დამწევ მედიკამენტებს ან ინსულინს.