დაღლილობის გამომწვევი გავრცელებული მიზეზები
თუმცა, ამ ჩივილმა გავლენა არ უნდა იქონიოს ყოველდღიური ცხოვრების რიტმზე.
დაღლილობის გამომწვევი გავრცელებული მიზეზებია:
ზემო სასუნთქი გზების ინფექციები, მწვავე ვირუსული დაავადებები, რკინადეფიციტური ანემია, მწვავე ბრონქიტი.
ყველაზე ხშირი ფსიქიატრიული დაავადებები მოიცავს დეპრესიას, პანიკურ აშლილობას.
საყურადღებოა არამარტო ვირუსული, არამედ ბაქტერიული ინფექციებიც, პარაზიტოლოგიური დაავადებები, ავთვისებიანი ფარული პროცესები, უფრო ხშირად, ლეიკემიები, ლიმფომები, ტუბერკულოზი, ქრონიკული დაავადებების სამართვად მიღებული მედიკამენტების ჯგუფები.
საკვებით გამოწვეული დეფიციტიდან ყველაზე ხშირია ცილოვან-ენერგეტიკული უკმარისობა და გარკვეული ვიტამინების დეფიციტი, ცხიმოვანი დიეტები, კვების დარღვევები.
საყურადღებოა ქრონიკული ვირუსული ინფექციები, როგორც დაღლილობის ერთ-ერთი მიზეზი. ჰერპესი, ებშტეინ ბარის ვირუსი, ციტომეგალოვირუსი, შიდსი, B და C ჰეპატიტები, ენდოკრინული დაავადებები, ცერებროვასკულარული დაავადებები, განსაკუთრებით, ინსულტი ანამნეზში.