ვინ მიეკუთვნება პრედიაბეტის განვითარების რისკ-ჯგუფს? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვინ მიეკუთვნება პრედიაბეტის განვითარების რისკ-ჯგუფს?

ჩვეულებრივ შემთხვევაში, გლუკოზა სისხლიდან სამიზნე უჯრედებში გადადის, რა დროსაც ის ენერგიის წყაროდ გარდაიქმნება. ამ პროცესს უმეტესად აფერხებს ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილის ჭარბად განვითარება, ინსულინრეზისტენტობა-ინსულინის მიმართ მგრძნობელობის დაქვეითება, ჰიპერინსულინემიასთან ერთად ან მის გარეშე. ამიტომ, პრედიაბეტის და, ზოგადად, შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი მაღალია ჭარბწონიან ადამიანებში. ინსულინრეზისტენტობა, ქოლესტერინის კერძოდ, ტრიგლიცერიდების მაღალი დონე ან მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინის, „კარგი ქოლესტერინის დაბალი მაჩვენებელი, ასევე, პრედიაბეტის რისკ-ფაქტორებია.

პრედიაბეტის განვითარების ალბათობა მატულობს იმ ადამიანებში, რომელთაც გენეტიკური წინასწარგანწყობა აქვთ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ს მიმართ ანუ თუ პირველი რიგის ნათესავებს ამ დაავადების დიაგნოზი აქვთ.

პრედიაბეტის მაპროვოცირებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები და ჰიპერტენზიაც. ასევე, ის შეიძლება განუვითარდეთ ქალბატონებს, რომელთაც ანამნეზში აქვთ გესტაციური ანუ ორსულთა დიაბეტი ან პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი.

პრედიაბეტი ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე რისკ-ფაქტორის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია, გაკეთდეს შესაბამისი ანალიზები, რათა გამოირიცხოს პრედიაბეტი. კვლევები უნდა ჩაიტარონ 35 წელზე მეტი ასაკის ადამიანებმაც და ბავშვებმაც, რომელთაც აქვთ ჭარბი წონა, არ არიან ფიზიკურად აქტიური და აქვთ შაქრიანი დიაბეტის მიმართ გენეტიკური წინასწარგანწყობა.

სისხლში გლუკოზის შემცველობის დასადგენი ანალიზები, სასურველია, მინიმუმ 3 წელიწადში ერთხელ ჩატარდეს. პრედიაბეტის აღმოჩენის შემთხვევაში კი, მაჩვენებლების გადამოწმება ყოველ წლიურად ან 6 თვეში ერთხელ უნდა მოხდეს.