რატომ იწვევს ძილის ნაკლებობა ტკივილის მიმართ მგრძნობელობის გაზრდას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ იწვევს ძილის ნაკლებობა ტკივილის მიმართ მგრძნობელობის გაზრდას

იმ ადამიანებს, ვისაც საკმარისად არ სძინავთ, ხშირად განიცდიან ტკივილს, როგორიცაა თავის ტკივილი, შაკიკი, წელის ტკივილი და ქრონიკული ტკივილი.

სპეციფიკური ნეიროტრანსმიტერი მცირდება არასაკმარისი ძილის დროს, რის გამოც სხეული უფრო მგრძნობიარე ხდება ტკივილის მიმართ.

რატომ იწვევს არასაკმარისი ძილი ტკივილის მიმართ მგრძნობელობის გაზრდას?

მასაჩუსეტსის გენერალური საავადმყოფოს მკვლევარები თვლიან, რომ ეს დაკავშირებულია კონკრეტულ ნეიროტრანსმიტერთან, რომელიც მცირდება არასაკმარისი ძილის დროს. ეს კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალ Nature Communications-ში.

მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი არის ის, რასაც ყველა ადამიანი განიცდის მთელი ცხოვრების განმავლობაში, ის ჩვეულებრივ ქრება დროთა განმავლობაში. ტკივილი, რომელიც გრძელდება სამიდან ექვს თვეზე მეტ ხანს ითვლება ქრონიკულ ტკივილად.

ქრონიკული ტკივილის საერთო ტიპები მოიცავს:

  • ართრიტს;
  • კისრის ტკივილს;
  • ზურგის ტკივილს;
  • კუნთების საერთო ტკივილს, როგორიცაა ფიბრომიალგია;
  • თავის ტკივილს;
  • ზურგის ტვინის დაზიანებებისგან გამოწვეულ ტკივილს;
  • დიაბეტურ ნეიროპათიას

წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ქრონიკული ტკივილი შეიძლება იყოს არასაკმარისი ძილის როგორც მიზეზი, ასევე შედეგი. ძილის ნაკლებობა ტკივილს აძლიერებს და ქრონიკულმა ტკივილმა შეიძლება გამოიწვიოს უძილობა, შფოთვა, დეპრესია.