რა საფრთხე შეიძლება შექმნას წონის სწრაფად დაკლებამ
რაც იწვევს იმუნური სისტემის შესუსტებას და სხვადასხვა დაავადების განვითარებას. თუ ადამიანი რაციონიდან მთლიანად გამორიცხავს ყველა მაღალკალორიულ საკვებს, ორგანიზმი ვეღარ მიიღებს ნორმალური ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვან მიკროელემენტებს, რაც გამოიწვევს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების გამოვლენას. ამიტომ, კალორიების დათვლა ხშირად საზიანოა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზმმა მიიღოს საკმარისი რაოდენობით პროტეინი, რომლის დაკარგვაც იწვევს კუნთების მასის შემცირებას და მომავალში წონის დაკლებას გაცილებით ართულებს.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით და სასუნთქი სისტემის ან სახსრების პრობლემების მქონე ადამიანებმა არ უნდა დაიკლონ წონაში სწრაფად. თუ ისინი ზედმეტად აქტიურად დაიწყებენ ვარჯიშს, მათი დაავადებები შეიძლება გაუარესდეს.
ინტენსიური ვარჯიშისა და დიეტის საშუალებით წონის დაკლების კიდევ ერთი უკუჩვენება არის ორსულობა.
გადაჭარბებული ვარჯიში ყველასთვის საშიშია, რადგან ამან შეიძლება დაარღვიოს ძილი, დააქვეითოს იმუნიტეტი და გამოიწვიოს დაღლილობა. ამრიგად, ვარჯიშის დროს, მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ სხეულის აღდგენას, ხოლო დიეტის დროს, შევინარჩუნოთ წონასწორობა და გავაჯეროთ ორგანიზმი ვიტამინებითა და მნიშვნელოვანი მიკროელემენტებით.