შეიძლება თუ არა ცილის ჭარბმა მიღებამ ყაბზობა გამოიწვიოს?
მაგრამ ამის მიზეზი არა ცილა, არამედ ბოჭკოს ნაკლებობაა საკვებში, რომელსაც მიირთმევთ.
ცილა თავისთავად არ იწვევს ყაბზობას. მაგრამ ცილის ცხოველური წყაროები, როგორიცაა ხორცი და თევზი, არ შეიცავს ბოჭკოს. ზოგიერთი ადამიანისთვის ამ საკვების ჭარბი მიღების შედეგი შეიძლება იყოს ყაბზობა და შებერილობა.
იწვევს თუ არა ცილოვანი დიეტა ყაბზობას?
ცილოვანი საკვების მრავალი წყარო არსებობს, მათ შორისაა:
- წითელი ხორცი;
- ფრინველის ხორცი;
- თევზი და ზღვის პროდუქტები;
- კვერცხი;
- პარკოსნები;
- თხილეული;
- რძის პროდუქტები;
- დიეტური დანამატები
ზოგიერთი ცილოვანი საკვები, როგორიცაა თხილი და პარკოსნები, შეიცავს ბოჭკოს. დიეტური ბოჭკო არის ნახშირწყლების ტიპი. ბოჭკო შეიძლება იყოს ხსნადი ან უხსნადი და ორივე ტიპი ხელს უწყობს ნაწლავის ჯანმრთელობას. განსაკუთრებით უხსნადი ბოჭკო გეხმარებათ შეკრულობის თავიდან აცილებაში.
ცილოვანი საკვები, როგორიცაა წითელი ხორცი, ფრინველის ხორცი და თევზი, არ შეიცავს ბოჭკოს. თუ თქვენ მიირთმევთ მაღალცილოვან დიეტას, რომელიც ძირითადად ამ საკვებს შეიცავს, შეიძლება გამოიწვიოს ყაბზობა.
წყლისა და სითხის მიღება ასევე აუცილებელია ყაბზობის თავიდან ასაცილებლად.
დიეტური დანამატები, როგორიცაა ცილის ფხვნილი, ჩვეულებრივ მზადდება მცენარეული წყაროებიდან. ზოგიერთი ცილის ფხვნილი შეიცავს ბოჭკოს, მაგრამ ბევრი არა. იმის გასაგებად, თუ რას იღებთ ნებისმიერი დიეტური დანამატიდან ყოველთვის შეამოწმეთ ეტიკეტი.
რატომ შეიძლება გამოიწვიოს ჭარბმა ცილოვანმა პროდუქტებმა ყაბზობა?
პროტეინი იწვევს ყაბზობას, თუ დიეტა არ შეიცავს საკმარის ბოჭკოს და სითხეს. თუ ძალიან ბევრ ცხოველურ პროტეინს მიირთმევთ, შესაძლოა ნაკლებ ბოჭკოვან საკვებს მიირთმევდეთ.
ცხოველური წარმოშობის ცილებთან ერთად, უმჯობესია ბოჭკოებით მდიდარ საკვების მიღება, როგორიცაა ბოსტნეული და ლობიო, ან ცხოველური წარმოშობის ცილის ჩანაცვლება მცენარეული წარმოშობის ცილით.
ცილა ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ის უზრუნველყოფს ჯანმრთელობის მნიშვნელოვან სარგებელს. პროტეინი შეიცავს ამინომჟავებს, რაც მრავალი სასიცოცხლო პროცესისთვის არის აუცილებელი. პროტეინი ხელს უწყობს ნაყროვანების განცდის შენარჩუნებას და არეგულირებს სისხლში შაქარს, რაც შეიძლება სასარგებლო იყოს წონის დაკლებისთვის.
როგორ უნდა აიცილოთ თავიდან ყაბზობა, თუ მაღალცილოვან დიეტას იცავთ?
დააბალანსეთ თითოეული კვება, ისე, რომ მიიღოთ ბოჭკოს შემცველი საკვები ცილებთან ერთად.
ცხოველური ცილები ჩაანაცვლეთ მცენარეული ცილებით მდიდარი საკვებით.
ბოჭკო შეგიძლიათ მიიღოთ ჩიას ან სელის თესლიდან.
საკვების მიღებებს შორის აირჩიეთ მაღალბოჭკოვანი საკვები, როგორიცაა ნუში ან ხილი. გაზარდეთ სითხის მიღება.
თუ წონის დაკლებას ცდილობთ, მოერიდეთ ხილის წვენებს, რომლებიც დამატებულ შაქარს შეიცავენ.
ფიზიკური აქტივობის დონის გაზრდა ასტიმულირებს ნაწლავის ფუნქციონირებას, რაც სასარგებლოა შეკრულობის დროს.
თუ შეკრულობას თან ახლავს მუცლის ტკივილი ან ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, გულისრევა, ძლიერი შებერილობა ან ღებინება, აცნობეთ ექიმს. ასევე უნდა მიმართოთ ექიმს, თუ ყაბზობა გრძელდება 5 დღეზე მეტხანს ან არ წყდება მკურნალობის შემდეგ.