როგორ მოვამზადოთ თავი სტრესთან გამკლავებისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვამზადოთ თავი სტრესთან გამკლავებისთვის

სტრესისას გამოიყოფა ჰორმონები, მაგალითად ადრენალინი, რომელიც აძლიერებს სიფხიზლეს.

სტრესი პრობლემად იქცევა, როდესაც ის ქრონიკული ხდება. ამ დროს ის ზარალს აყენებს ემოციურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას. აუცილებელია სტრესის მენეჯმენტი, რათა სტრესზე რეაქციამ არ დააზარალოს ჯანმრთელობა.

თვითმოვლის რეგულარული პრაქტიკა და ქცევის მოდიფიკაციები დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ სტრესი და აკონტროლოთ სტრესზე რეაქცია სტრესორის პროპორციულად.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ როდესაც საქმე ეხება სტრესს და მის გავლენას ჯანმრთელობაზე, შეიძლება დაგჭირდეთ ფიქრი გრძელვადიანი სტრატეგიებისა და ცხოვრების წესის შეცვლაზე.

ჯანსაღი ცხოვრების წესი, დაბალანსებული კვება, ხარისხიანი ძილი, ჰიდრატაცია და რეგულარული ვარჯიში დაგიცავთ სტრესისგან. ეს ნაბიჯები არ აღმოფხვრის გამოწვევას, მაგრამ ისინი უზრუნველყოფენ თქვენი ყველაზე ძლიერი, მშვიდი, რაციონალური მეს გამოვლენას, რათა შეხვდეთ ნებისმიერ დაბრკოლებას.

თუ, მაგალითად, კარგად გეძინათ, გაღვიძების შემდეგ ერთი საათი დახარჯეთ სავარჯიშოში, რომელიც გიყვართ და მიირთვით დამაკმაყოფილებელი საუზმე, ოფისში დილის კრიზისი, სავარაუდოდ, ნაკლებად იმოქმედებს თქვენზე. ხოლო თუ გრძნობთ ძილის ნაკლებობას, შიმშილს, რადგან გამოტოვეთ საუზმე და გადაღლას, ორგანიზმი სტრესული ფაქტორების მიმართ მეტად მგრძნობიარე ხდება.

კვლევა ნამდვილად ადასტურებს ამას. მაგალითად, კვლევამ, რომელიც აკვირდებოდა, თუ როგორ ეხმარებოდა მედიცინის სტუდენტებს სტრესთან გამკლავებაში რეგულარული თვითმოვლის პრაქტიკა ტრენინგის პირველ წლებში, აღმოჩნდა, რომ ისინი, ვინც უფრო რეგულარულად ახორციელებდნენ თავის მოვლის რუტინას, ასევე აღნიშნავდნენ, რომ გრძნობდნენ ნაკლებ სტრესს და ჰქონდათ ცხოვრების უფრო მაღალი ხარისხი.

სტრესის გაზომვა ხდება გულისცემის, არტერიული წნევის, კორტიზოლის დონისა და განწყობის მიხედვით.

რაც შეეხება ვარჯიშს, უბრალოდ დარწმუნდით, რომ ეს თქვენთვის სასიამოვნოა. ვარჯიში არ უნდა იყოს ინტენსიური და ძალიან დამღლელი. შეგიძლიათ სიარულით დაიწყოთ დღეში 15-დან 20 წუთის განმავლობაში.

როგორ უნდა გაუმკლავდეთ სტრესის უაყოფით შედეგებს, როდესაც სტრესული ფაქტორების წინაშე ხართ

ზოგიერთი სტრესული ფაქტორი შედარებით სწრაფად ქრება, სხვა სტრესორები არის ისეთები, რომლებსაც უნდა გაუმკლავდეთ დიდი ხნის განმავლობაში.

ყველაფერი, რაც დიდ მოთხოვნებს გიყენებთ, შეიძლება იყოს სტრესული.

როდესაც ისეთი უარყოფითი მოვლენების წინაშე დგახართ, რომლებიც დიდწილად თქვენს კონტროლს არ ექვემდებარება, მნიშვნელოვანია გააცნობიეროთ, რისი კონტროლი შეგიძლიათ.

ასევე მნიშვნელოვანია შეამჩნიოთ ზედმეტი სტრესი, რომელსაც განიცდით და შესაძლოა, თქვენი სტრესის მართვას მეტი დრო დაუთმოთ. შესაძლებელია პროფესიონალის დახმარებაც.

ასევე კარგი იდეაა, რომ დაეყრდნოთ თქვენს სოციალურ წრეს ასეთ დროს. ოჯახთან ან მეგობრებთან დროის გატარება, რომლებიც თავს კარგად გაგრძნობინებენ.

მედიტაცია მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელსაც შეუძლია დაგეხმაროთ სტრესული პერიოდების დროს.

მრავალი კვლევა ვარაუდობს, რომ, მედიტაციას შეუძლია დაეხმაროს განწყობის პრობლემების, ძილის პრობლემების მოგვარებას, ემოციური და ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. ამ დროს უნდა მოუსმინოთ და ყურადღება მთლიანად უნდა გადაიტანოთ თქვენს სხეულზე.

სტრესის მართვა უნდა იყოს ბუნებრივი, სასიამოვნო და შედარებით მარტივად უნდა მოერგოს თქვენს რუტინას. ეს ნიშნავს, რომ თქვენ უნდა აირჩიოთ სტრესის მართვის პრაქტიკა, რომელიც მოსახერხებელია თქვენთვის.