რატომ ბიო დასუფთავება?
ჰაერში, მაგიდაზე, თეფშსა თუ ჭიქაზე – მათ ყველგან შევხვდებით და თანაც ისე, რომ ჩვენ ვერც კი ვიგრძნობთ, თუ ჩვენს ჯანმრთელობას რაიმე ზიანი არ მიადგება.
როგორ ვებრძოლოთ ბაქტერიებს? რა თქმა უნდა, სისუფთავით – უნდა ვეცადოთ, რომ იქ, სადაც ხშირად გვიწევს ყოფნა, მუდმივად დალაგებული იყოს. თუმცა, მიკრობებთან ბრძოლასაც თავისებური მიდგომა სჭირდება, რათა დასუფთავების ნაცვლად უარესად დაბინძურებული გარემო არ მივიღოთ.
საქმე ის არის, რომ ხშირად, ის საწმენდი საშუალებები, რომლებსაც დასუფთავებისას ვიყენებთ, არც ისე სახარბიელოა როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ისე გარემოსთვის.
გირჩევთ, ქიმიური საწმენდი საშუალებების ნაცვლად, გამოიყენოთ ბიოლოგიურად სუფთა საწმენდი საშუალებები, რათა გაუფრთხილდეთ საკუთარ თუ გარშემომყოფთა ჯანმრთელობას და ასევე ბუნებას. ეს ნამდვილად არ არის რთული.
ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ ბიოლოგიურად სუფთა ხსნარები დეფიციტურია და მათი ღირებულება ბევრად აღემატება ქიმიური ხსნარების ფასს, თუმცა ეს ასე არ არის. ბოლო რამდენიმე წელია, ბიო ეფექტური სწმენდი საშუალებები იყიდება ყველა შესაბამის მარკეტსა თუ დაწესებულებაში და რაც მთავარია, მათი ღირებულება ქიმიური და ჯანმრთელობისთვის სახიფათო ხსნარების იდენტურია. ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტების მთავარი უპირატესობა ის გახლავთ, რომ ისინი არ არის ტოქსიკური და დამზადებულია მხოლოდ და მხოლოდ განახლებადი რესურსებისგან.
გახსოვდეთ, თქვენი ჯანმრთელობა თქვენს ხელშია. რა ჯობია სუფთა გარემოს, სადაც არც ბაქტერიებია და არც ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებმაც შესაძლოა ბაქტერიებზე დიდი ზიანი მოგვაყენოს.
რჩევები, რომლებიც სახლის სწრაფად და მარტივად დალაგებაში დაგეხმარებათ
სახლი ეს ის ადგილია, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად უნდა ვგრძნობდეთ. დამღლელი დღის შემდეგ, არაფერი სჯობს მოწესრიგებულ სახლში ყოფნას და დასვენებას, თუმცა ხანდახან, ეს შეუძლებელი ხდება. ამის მიზეზი კი სახლში დაბუდებული უწესრიგობაა. შესაძლოა, მოუწესრიგებელ სახლს დროებით ყურადღება არ მიაქციოთ და დაივიწყოთ, რომ ყველა ოთახი დასალაგებელია, თუმცა ერთი კვირაც კი საკმარისია იმისათვის, რომ თქვენი კომფორტული საცხოვრებელი ქაოსურ ბუნაგად გადაიქცეს.
როგორც წესი, ცხოვრებაში დგება მომენტები, როცა სახლის დალაგება დაგვზარებია, თუმცა ეს პროცესი არც ისეთი საშინელია, როგორიც წარმოგვიდგენია. ამიტომ, უნდა ვეცადოთ, რომ სახლის დალაგება არა დამღლელ რუტინად, არამედ სასიამოვნო პროცესადაც კი ვაქციოთ. მოდი, მივყვეთ რამდენიმე რჩევას, რომელსაც პროფესიონალი დიასახლისები გვიზიარებენ:
დიასახლისები ამბობენ, რომ პირველი შეცდომა, რომელსაც სახლის დალაგებისას ვუშვებთ, არის სახლის ნაწილ-ნაწილ დალაგება. მაგალითად, შეცდომაა, როცა დასალაგებლად ვირჩევთ ჯერ ერთი ოთახის სრულად დალაგებას და შემდეგ სხვა ოთახებზე გადასვლას – ეს კი დიდი შეცდომაა, რადგან ამან შეიძლება, ნახევარი დღე დაგვაკარგინოს. ამიტომ, სჯობს ყველა ოთახი ერთდროულად დალაგდეს, ასე მეტ დროს დაზოგავთ.
პირველი ნაბიჯი, რომელიც სახლის დალაგებისას უნდა გადავდგათ, არის ის, რომ ყველა ოთახიდან მოვაგროვოთ უადგილოდ მიმოყრილი ტანსაცმელი ან ნივთები.
შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს ზეწრების, ბალიშების, გადასაფარებლების გადმოფერთხვა, რომელსაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს მტვრების გადაწმენდა. ავეჯი, ოთახის მცენარეები, კედლები (რომელიც შესაძლოა, აბლაბუდებით იყოს სავსე), კუთხეები. როდესაც მტვრის აღებას ერთ ოთახში დაასრულებთ, გადაინაცვლეთ დანარჩენ ოთახებში და იგივე პროცედურა იქაც გაიმეორეთ. მას შემდეგ რაც მტვერს გამოწმენდთ, ავეჯიც გადმოფერთხეთ, შეცვალეთ ზეწრები და გადასაფარებლები, ბალიშის პირები, გადაწმინდეთ ავეჯის კიდეები. ამის შემდეგ შეგიძლიათ სარკეებს და ფანჯრებს მიხედოთ.
რაც შეეხება სამზარეულოსა და აბაზანას, ჩვენი რჩევა იქნება, მათი დალაგებაც ერთდროულად დაიწყოთ. მოასხით საწმენდი ხსნარები ორივე ოთახში, გასარეცხი ჭურჭელი კი ცხელ, ქაფიან წყალში მოათავსეთ და გარეცხეთ. თუმცა, უკეთესი იქნება, თუკი ჭურჭლის რეცხვას ყოველდღიურობაშიც დაამკვიდრებთ, რადგან დაგროვებული ჭურჭელი ბაქტერიების გავრცელების ყველაზე დიდი წყაროა. როდესაც წვრილმან საქმეებს დაასრულებთ, ამის შემდეგ შეგიძლიათ იატაკის მოწმენდას შეუდგეთ. ეს უნდა იყოს სახლის დალაგების ბოლო ეტაპი. გამოიყენეთ მტვერსასრუტი, შემდეგ კი სპეციალური ტილოებით მოაპრიალეთ იატაკი.
ნუ დაგავიწყდებათ, რომ თუ ამ საქმისთვის ყოველდღიურად გამოყოფთ მცირე დროს, თქვენ სახლში ცხოვრება უფრო სასიამოვნო გახდება. თქვენი სახლის სიმყუდროვე და სისუფთავე, ხომ მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.
ხრიკები, რომლებიც სამზარეულოს მოვლას გაგიმარტივებთ
ღუმელი, მინის ჭურჭელი, მაცივარი და ხორცსაკები მანქანა, ეს ის ნივთებია, რომლებიც ძალიან სპეციფიკურ მოვლას საჭიროებენ. და იმისათვის, რომ ეს პროცედურა დამღლელი და რუტინული არ გახდეს, გაგიზიარებთ რამდენიმე ხრიკს, რომელიც საქმეს საგრძნობლად გაგიიოლებთ:
ეცადეთ, ღუმელს ნადები და ცხიმი არ ჩაუჯდეს – ამისათვის საჭიროა მარტივი რამ, ყოველი კერძის მომზადების შემდეგ (და თუ ეს დაგეზარებათ 2-3 კვირაში ერთხელ) სახლში მომზადებული სპეციალური ხსნარით გაწმინდოთ. ხსნარის მომზადება ძალიან მარტივია: აიღეთ ¼ ჭიქა მარილი, ¾ ჭიქა სოდა და ¼ ჭიქა წყალი, შერეული მასა თანაბრად წაუსვით მიმწვარ ადგილებს და გააჩერეთ 12 საათით (დაახლოებით 1 ღამის განმავლობაში), შემდეგ კი მოხეხეთ და მოწმინდეთ.
იზრუნეთ მინის ჭურჭლის ბზინვარებაზე – თუ ჭურჭელმა ბზინვარება დაკარგა, გაგიზიარებთ მინის ჭურჭლისთვის ლაქების მოშორების მარტივ ხერხს: 1 სუფრის კოვზი ძმარი შეურიეთ 1 სუფრის კოვზ მარილთან და ამ ნაზავით გაწმინდეთ ჭურჭელი, შემდეგ კი გაავლეთ. სულ ეს არის, ყველაფერი სიმარტივეშია! (თუ ეს ნაზავი არასაკმარისი იქნება, შეგიძლიათ, რაოდენობა შესაბისად გაზარდოთ). რაც შეეხება ბზინვარებას, ამისთვის დაგჭირდება ცოტაოდენი ძმარი და თბილი წყალი, შევურიოთ მარილი და ჭურჭელი მასში გავრეცხოთ; შედეგს კი საკუთარი თვალით ნახავთ!
გააქრეთ მაცივრიდან გამოსული არასასიამოვო სუნი – ამ არცთუ ისე იშვიათ პრობლემას სამზარეულოში ყველა ვაწყდებით, თუმცა, მისი გაქრობა რთული ნამდვილად არ არის, ამისათვის დაგჭირდებათ სახლის პირობებში მომზადებული სპეციალური მასა: აიღეთ 4ს/კ სოდა, გააზავეთ 1 ლიტრ წყალში და სამზარეულოს ხელსახოცით კარგად გამოწმინდეთ მაცივარი, შემდეგ კი მშრალი ხელსახოცით გაწმინდეთ.
ხორცსაკები მანქანა საგულდაგულოდ გაწმინდეთ – ხორცსაკეპი მანქანა ყოველ ჯერზე, როცა მასში ხორცს გავატარებთ, ძალიან რთული გასარეცხია. როგორ ძალიანაც არ უნდა ვეცადოთ, ხორცის ნარჩენები შეიძლება სადღაც მაინც დაგვრჩეს, რაც იმის მომასწავებელია, რომ მასში უამრავი ბაქტერია და მიკროორგანიზმი დაგროვდება. ასე არ მოხდეს, გირჩევთ, ხორცის შემდეგ გაატაროთ უმი კარტოფილი, რაც წვრილმან ნარჩენებს სრულად გამოდევნის მექანიზმიდან.
რბილი ავეჯი სისტემატურ წმენდას მოითხოვს
დიასახლისები ხშირად აღნიშნავენ, რომ რბილი ავეჯის წმენდა მათთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა; რატომ? საქმე ის არის, რომ რბილი ავეჯის ზედაპირსა და მის სიღრმეში, რომელიც ფაქტობრივად მთლიანად ქსოვილია, ადვილად ჯდება უხილავი მტვერი, ჭუჭყი, რომელსაც ჩვენ ისე ვსუნთქავთ, ვერც კი ვხვდებით, რა ზიანის მოტანა შეუძლია; გარდა ამისა, ჩვენი შვილები მასზე თამაშობენ და ხელებით ეხებიან. მართალია კარგი ხარისხის ხალიჩაში მტვრისა და ჭუჭყის ნაწილაკები შედარებით ძნელად იბუდებენ, ვიდრე უხარისხო ქსოვილში, მაგრამ სისტემატურ წმენდას ორივე მათგანი მოითხოვს. ჩვენი რჩევები გაგიადვილებთ ხალიჩების წმენდის პროცესს და მარტივ გზებს გასწავლით.
ავეჯზე მოხვედრილი ბაქტერიები საზიანოა თქვენი ჯანმრთელობისთვის და ისეთი დაავადებების მიზეზი ხდება, როგორიც არის ალერგია და სხვა. ავეჯის წმენდას წინ უძღვის სპეციალური ხელსაწყოებით დამუშავება, რაც უზრუნველყოფს ჩამჯდარი ჭუჭყის მოშორებას. ამის წყალობით მიიღწევა არა ზედაპირული, არამედ სრულყოფილი სისუფთავე...
რბილი ავეჯის წმენდის პრინციპი იატაკების წმენდას ჰგავს. ზედაპირი თავისუფლდება მტვრისგან, განისაზღვრება ლაქების სახეობა (ღვინო, ზეთი), ინამება მთლიანი ზედაპირი, მუშავდება ჯაგრისით, ხდება ჭუჭყის აღება და ბოლოს წყლის პროცესით განეიტრალება.