შავი ჩაის გავლენა არტერიულ წნევაზე
მაგრამ შავ ჩაის შეცდომით უსაფრთხო სასმელად მიიჩნევენ.
- ჩაიც შეიცავს კოფეინს, თუმცა ის უფრო ნაზად მოქმედებს და ამიტომ თანდათანობით მოჰყავს ადამაინი ენერგიაზე და არა ისე მკვეთრად, როგორც ყავა.
თუმცა, ჩაი გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და ზრდის არტერიულ წნევას, რის გამოც მის დალევას ხშირად ურჩევენ დაბალი წნევის მქონე ადამიანებს.
ყავა სწრაფად და მკვეთრად მოქმედებს და თუ რბილი და ხანგრძლივი ეფექტი უფრო მნიშვნელოვანია, მაშინ უმჯობესია დალიოთ ძლიერი ჩაი, რადგან ჩაიში არსებული კოფეინი მოქმედებს უფრო ნელა, რბილად და ხანგრძლივად.
ამასთან, ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ შავი ჩაი არტერიულ წნევას ზრდის. ის შეიცავს საკმაო რაოდენობით კოფეინს, რომელიც ენერგიას მატებს ტვინის უჯრედებს, რაც ხელს უწყობს ჟანგბადის დონის ამაღლებას.
თავის მხრივ, ეს იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას, რის გამოც დაბალი წნევა შეიძლება რამდენიმე წამში დაუბრუნდეს ნორმას. დაბალი წნევის მქონე ადამიანებს ურჩევენ დალიონ მაგარი შავი ჩაი შაქრით. ექიმები ჰიპერტონიის მქონე პაციენტებს ურჩევენ უარი თქვან ძლიერ შავ ჩაიზე.
ასევე, ეს სასმელი არ უნდა დალიონ მომატებული აღგზნებადობისა და უძილობის მქონე ადამიანებმა, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულით და პოდაგრით დაავადებულებმა.